USAID-ის ახალი პროგრამით სარგებელს ასობით ბენეფიციარი მიიღებს

USAID-ის ახალი პროგრამით სარგებელს ასობით ბენეფიციარი მიიღებს. სოფლის მეურნეობის ხუთწლიანი პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით, სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც სამუშაო ადგილების შექმნისა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი გააჩნია. პროგრამის პრეზენტაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა. პროგრამა ითვალისწინებს სერტიფიცირების სისტემის სრულყოფის, სოფლის მეურნეობაში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის და შერჩეული ღირებულებათა ჯაჭვების (კენკროვანი კულტურები, მწვანილი, კურკოვანი ხილი, თესლოვანი ხილი (ვაშლი), მალფუჭებადი ბოსტნეული, მანდარინი, სუფრის ყურძენი) ხელშეწყობის საკითხებს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin