ლანჩხუთელი რომან ყაველაშვილის თხილის საწარმო – როგორ იქცა აგროსესხით დაწყებული საქმიანობა წარმატებულ ბიზნესად

სამგრელოსა და გურიაში თხილის ბაღებში მოსავლის აღება დასრულდა. ფერმერების ნაწილი მთელი წლის შრომის შედეგად მიღებულ მოსავალს აბინავებს, მეორე ნაწილი კი რეალიზაციისთვის ემზადება. 

ლანჩხუთში მცხოვრები რომან ყაველაშვილი აქტიური ფერმერია. აქვს თხილის და მანდარინის ბაღები. 4 წლის წინ წარმოების გაფართოება  გადაწყვიტა და საქართველოს ბანკის დაფინანსებით თხილის საწარმო გახნს. 

„გურიაში ვცხოვრობ და თხილის კულტურა ჩვენთვის განუყოფელი ნაწილია.  მქონდა მცირე ბაღი. ასევე სეზონურად თხილს ვყიდულობდი და მერე ვყიდდი. 4 წლის წინ კი,თხილის  საწარმო გავაკეთე, სადაც  11 ადამიანია დასაქმებული, ოჯახის წევრების ჩათვლი. საწაროს დანადგარებით აღჭურვისთვის საჭირო იყო ფინანსები. დახმარებისთვის ბანკს მივმართე. თავდაპირველად სხვა ბანკში მქონდა სესხი, თუმცა საქართველოს ბანკმა უკეთესი პირობები შემომთავაზა და უკვე რამდენიმე წელია მათი სერვისებით ვსარგებლობ.“ – გვიყვება ფერმერი.

მცირე მეწარმეს საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.  ამბობს რომ წლიურად დაახლოებით 50 ტონა თხილის გულს არჩევს, რაც მცირე საწარმოსთვის საკმაოდ დიდი რაოდენობაა. 

„10-10 ტონა თხილს ვყიდულობთ საწარმოში ვარჩევთ და შემდეგ უკვე გარჩეულ გულს დიდ ქარხნებში ვაბარებთ. შრომატევადი საქმეა, და შემოსავლიანიც.“

თხილის ფასი ქართულ ბაზარზე მუდმივად ცვალებადია. დამოკიდებულია წლიური მოსავლის რაოდენობასა და მოსავლის ხრისხზე.  საშუალო ფასები კი ასეთია. 

1კგ. გაუტეხავი თხილი – 5-6 ლარი ღირს, გარჩეულ თხილის გულს კი ქარხნები 16 -16.50 ლარად იბარებენ.

„თხილი საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია. განსაკუთრებით ბოლო წლებში მისი ფასი საკმაოდ მაღალია და ეს ძალიან კარგია, თუმცა, იმისთვის რომ ჩემი წარმოება არ გაჩერდეს, მნიშვნელოვანია შესაბამისი ფინანსების არსებობა. ეს კი დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მცირე მეწარმეებს, აუცილბელად გვჭირდება საბანკო სექტორის დახმარება და  მსგავსი შეღავათიანი აგროკრედიტები, ისეთი, როგორითაც მე ამ მომენტამდე ვსარგებლობ.“ – ამბობს რომან ყაველაშვილი.  

„საქართველოს ბანკი მუდმივად ზრუნავს, გვერდით დაუდგეს ბიზნესს და მას სამომავლო განვითარებისთვის შესაბამისი პირობები შეუქმნას. ბანკში გვჯერა, რომ ფერმერების, მცირე მეწარმეების მხარდაჭერით კიდევ უფრო გავაძლიერებთ აგროსექტორს, რაც რეგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ძლიერ ბიზნესს. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მომხმარებლისთვის ახალი შესაძლებლობებისა და ფინანსური  ინსტრუმენტების შექმნას“– აცხადებენ საქართველოს ბანკში.


Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin