Tesco ვეგანური ხორცის გაყიდვების 300%-იან ზრდას ელის

2025 წლისთვის სუპერმარკეტების ქსელი Tesco ხორცის ალტერნატიული ცილის გაყიდვების ოთხჯერ ზრდას ვარაუდობს. მას 2018 წელთან შედარებით 300%-იანი ზრდა სურს. სუპერმარკეტის მიზანია უფრო მეტი მცენარეული ძეხვისა და ბურგერის გაყიდვა.

Tesco-ს თქმით, ხორცისა და რძის პროდუქტების წარმოებამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ბრაზილიის ამაზონისა და სერადოს რეგიონებზე, რომლებიც კლიმატის ცვლილების მთავარ ხელის შემწყობად ითვლება. სუპერმარკეტს უნდა, რომ ვეგანური პროდუქტები ხელმისაწვდომი გახადოს. ვეგანური ხორცი ტრადიციული ხორცის გვერდით გაიყიდება და მომხმარებელს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ექნება.

დიდ ბრიტანეთში 2014-დან 2019 წლამდე მცენარეულ საკვებ პროდუქტებზე გაყიდვები 40%-ით გაიზარდა. ყველა სუპერმარკეტი ცდილობს თავიანთი ბიზნესი ეკოლოგიურად სუფთა გახადოს.

წყარო: bbc.com

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin