სუიციდის პრევენციის პროგრამა ფერმერებისა და აგრობიზნესის წარმომადგენლებისთვის

მოსავლის აღება, დაბინავება, ნედლეულზე ფასების შესაძლო ვარდნა, გაღებული ხარჯების შეუსაბამოდ დაბალი შემოსავლები, ვალები – ეს თუ სხვა პრობლემები შესაძლოა ფერმერებისთვის საკმაოდ ძლიერი სტრესის მიზეზი გახდეს – სტრესი შეიძლება იყოს გადაჭარბებული. ამის საპასუხოდ, აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტმა დააფუძნა პროგრამა „QPR”

„QPR” არის სუიციდის პრევენციის პროგრამა, რომელიც ასწავლის მონაწილეებს, როგორ ამოიცნონ სუიციდური აზრების გამაფრთხილებელი ნიშნები და როგორ ჰკითხონ ვინმეს, ფიქრობს თუ არა თვითმკვლელობაზე. ასევე, სწავლობენ თუ როგორ დაარწმუნონ სხვა მიიღონ დახმარება და როგორ მიმართონ მათ შესაბამის პროგრამებს.

ტელეფონით, პირდაპირი ჩეთის და ვებსაიტის საშუალებით, სერვისები ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღე უფასოდ. მსურველებს შეუძლიათ პირდაპირ ესაუბრონ სტრესის მრჩეველს, ასევე,  ელფოსტით ექსპერტთან  გაგზავნონ საკითხები, რომელიც ეხება სამართლებრივ და ფინანსურ სტრესის, კრიზისსა და კატასტროფულ  საკითებს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin