RDFG და USAID ახალგაზრდებს რეგიონებში ახალგაზრდებს სამეწარმეო პროექტებს დაუფინანსებს

29 მაისს, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და საქართველოში USAID-ის ზრდა პროექტის ერთობლივი რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის მიზანია, მეწარმეობის მეშვეობით საქართველოს რეგიონებში (სოფლად) მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება და ითვალისწინებს 18-29 წლის ასაკის, ჯამში სულ მცირე 500 ახალგაზრდის სამეწარმეო ტრენინგში ჩართვას საქართველოს 9 სამიზნე მუნიციპალიტეტში (ზუგდიდი, ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ნინოწმინდა, მარნეული, ბოლნისი, კასპი და გორი). ტრენინგების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს 4 მიმართულებით სამეწარმეო იდეებს წარდგენა მოეთხოვებათ: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ინოვაცია/ტექნოლოგიები და შემოქმედებითი ინდუსტრიები. მეორე ეტაპზე, 15 საუკეთესო სამეწარმეო იდეის ავტორს ან ავტორთა გუნდს თბილისში, სამეწარმეო-სასწავლო ბანაკში მიიწვევენ, სადაც, იდეების ბიზნეს პროექტებად გადასაქცევად, დამატებით ტრენინგებს გაივლიან. ბანაკის დასრულებისთანავე, ჟიური გამოავლენს 3 გამარჯვებულ ბიზნეს პროექტს, რომლებიც დაჯილდოვდებიან 10 000, 8 000 და 6 000 ლარის საგრანტო თანხით. 

პროექტის მხარდამჭერები არიან აწარმოე საქართველოში, შემოქმედებითი საქართველო, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი და ეროვნული ბანკი.

პროექტი 3 ფაზად განხორცილდება: I და II ფაზები – 2019 წლის ზაფხულში და შემოდგომაზე, III ფაზა – 2020 წლის გაზაფხულზე.

პროექტი მიზნად ისახავს შემდეგი შედეგების მიღწევას:

საქართველოს რეგიონებში მცხოვრები სულ მცირე 500 ახალგაზრდის გადამზადებას მეწარმეობის თემაზე; ასევე, სულ მცირე 5 მდგარი საწარმოს შექმნას, რომელიც ჯამში 25 ადამიანს დაასაქმებს.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა USAID-ისა და RDFG-ის გვერდებზეა შესაძლებელი.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin