ISET – 2019 წელს საქართველოში პურისა და პურპროდუქტების ფასების ზრდაა მოსალოდნელი

2019 წელს ქართველი მომხმარებლები პურისა და პურპროდუქტების ფასების კიდევ უფრო მეტ ზრდას უნდა ელოდონ. თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET-ის შეფასებით, ხორბლის წარმოების პროგნოზი 2019 წლისთვის დამაიმედებლად არ გამოიყურება და საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენციები ფასებზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს. ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს რუსეთში ხორბლის წარმოების 16%-ით შემცირებაა მოსალოდნელი, ხოლო ქვეყნის ექსპორტი 11%-ით შემცირდება. რუსეთის წილი საქართველოს ხორბლის ფქვილის იმპორტში დაახლოებით 90%-ს შეადგენს. 10 დეკემბრიდან საქართველოში პურის ფასმა, დაახლოებით, 5-10 თეთრით მოიმატა.