რატომ იწვის ტყეები იაკუტიაში და არა შვეიცარიაში?

სიცილია და კალაბრია, იაკუტია, საბერძნეთი, თურქეთი, სარდინია, კოტ დ’აზური, ალჟირი და მანამდე პორტუგალია, კალიფორნია, ავსტრალია და შვეიცარიის ტიჩინოს კანტონიც კი: ტყის ხანძრები არღვევს და ანადგურებს ეკოსისტემას, აზიანებს ეკონომიკას, იწვევს ადგილობრივთა იძულებით მიგრაციულ ნაკადებს და მსხვერპლსაც კი.

შვეიცარიელი ექსპერტი გვიხსნის, თუ როგორ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ეს კატასტროფა. რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ტყის ხანძრებს აქვთ დადებითი ასპექტებიც. რუსეთის ხელისუფლების თანახმად, იაკუტიაში ყველაზე დიდი ტყის ხანძრის ფართობმა 1.5 მილიონ ჰექტარს გადააჭარბა და შეიძლება კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ხანძარის სახელითაც შევიდეს

მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად ტყის ხანძარი ანადგურებს უზარმაზარ ტერიტორიებს. ხშირად, ეს ხანძრები გამოწვეულია ადამიანების მიერ, უნებლიედ ან განზრახ. როგორ ჩნდება ხანძარი და როგორ შეიძლება, ასეთი ხანძრების კონტროლი?

swissinfo.ch მარკო კონედერას, შვეიცარიის ტყის, თოვლისა და ლანდშაფტის კვლევის ფედერალური ინსტიტუტის ბიოტიკური თემების ეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ესაუბრა.

როგორ შეიძლება ტყის ხანძრების თავიდან აცილება და უკეთ კონტროლი?

მარკო კონედერა: ტყის ხანძრის პრევენცია უნდა განხორციელდეს სხვადასხვა დონეზე. რეგიონულ, მაგალითად, შვეიცარიაში ჩამოვაყალიბეთ ასეთი საქმიანობის სამი ძირითადი სფერო. საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ტყის ძირითადი ხანძრების რისკი დამოკიდებულია ლანდშაფტის ტიპზე და მისი მართვის ხარისხზე. მცენარეულობის ძირითადი ტიპი ბუნებრივად დამოკიდებულია კლიმატზე. ჩვენს ქვეყანაში, მაგალითად, ხმელთაშუა ზღვის ტიპის ეკოსისტემა – ჯერ არ ვითარდება, ხანძრის შემდეგაც კი.

ტყის მართვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს წარმოქმნილი აალებადი მასალის ტიპსა და მოცულობაში. ბუნებაში, ცეცხლი მნიშვნელოვან როლს ასრულებს: ის შლის ჭარბ მცენარეულ ბიომასას (ხე, ტოტები და ფოთლები), რომელიც დაგროვდა ტყის ზრდის დროს. რაც უფრო მეტი ბიომასა გროვდება, მით უფრო დიდია ხანძრების რისკი.

ფართომასშტაბიანი, ინტენსიური ხანძრების რისკის შენარჩუნება დაბალ დონეზე და გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს უწყობს მიწის რესურსების სწორად მართვას: სოფლის მეურნეობა და საძოვრული მესაქონლეობა, ტყისა და სასოფლო-სამეურნეო მიწის თვისებრივი ბალანსის დამყარება ერთი მხრივ და ანთროპოგენული ინფრასტრუქტურა მეორე მხრივ. 

 ხანძრის კონტროლი ძალიან რთული ტექნიკაა, რომელიც მოითხოვს სიფრთხილეს და კვალიფიციურ პერსონალს. 

ტრადიციული სოფლის მეურნეობაზე უარის თქმა და მიწის ფართობის ექსტენსიური მართვა ევროპაში ხანძრების ინტენსივობის ზრდის ერთ-ერთი მიზეზია. ხანძრის პრევენციის მეორე სფეროა მოსახლეობის ინფორმირება ხანძრის საშიშროების შესახებ. ამ შემთხვევაში ზოგადი ინფორმაციის გარდა, ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ცეცხლის დანთების აკრძალვებს ხანძარსაშიშ პერიოდში. 

მესამე სფერო არის ტექნიკური და ტაქტიკური სწავლების ხარისხი და სახანძრო ძალების ორგანიზება ადგილებზე (მეხანძრეები) და ჰაერში (ვერტმფრენები და თვითმფრინავების მფრინავები), ასევე ხანძარსაწინააღმდეგო ინფრასტრუქტურა (მაგალითად, უნდა იყოს წყლის ავზები შვეულმფრენებისთვის, ჰიდრანტების ქსელი და სხვა) … გლობალურ და გრძელვადიან პერსპექტივაში, ასევე მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მოვლენების დაძლევა, რათა თავიდან იქნას აცილებული საშიში ხანძრების შემდგომი გაჩენა.

რა არის ადამიანის ფაქტორის როლი?

ვულკანური ამოფრქვევის შედეგად ლავას გარდა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი მიმდებარე რეგიონებში, ელვა ხანძრების ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებრივი მიზეზია. ეგრეთ წოდებული ელვისებური ხანძრები გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკის, სკანდინავიისა და ციმბირის ტყეებში. თუმცა, ისინი გვხვდება შვეიცარიის მთებში, განსაკუთრებით წიწვოვანი ტყეების რეგიონებში, სადაც ცალკეული ხეები დგას ღია შემაღლებულ ადგილებში. შვეიცარიაში ამჟამად, ელვა იწვევს  ხანძრების დაახლოებით 30% -ს. დანარჩენ 70% -ში მიზეზი ადამიანის საქმიანობა ან ინფრასტრუქტურაა. დადგენილია რომ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, ხანძრების მინიმუმ 95% განზრახ თუ უნებლიედ ადამიანური მიზეზითაა გამოწვეული. 

რა მნიშვნელობა აქვს განზრახ კონტროლირებულ ხანძრებს პრევენციის მიზნითშეიძლება ისინი იყოს ეფექტური ინსტრუმენტი ტყის უკონტროლო ხანძრებთან საბრძოლველად?

კონტროლირებადი ხანძარი არის მეთოდი, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ხელსაყრელი ამინდის პირობებში: ნიადაგის ტენიანობა უნდა იყოს საკმარისად მაღალი, რათა თავიდან ავიცილოთ ხანძრის უკონტროლო გავრცელება,ბიომასალის ნელი წვის უზრუნველსაყოფად ბალახისა და ბუჩქების ფენის ტენიანობა საკმარისად დაბალი უნდა იყოს. ეს არის ძალიან რთული ტექნიკა, რომელიც მოითხოვს ფრთხილად მომზადებას და კვალიფიციურ პერსონალს. მიზანია აალებადი მასალის (ანუ მშრალი ტოტების, ფოთლების და ა.შ.) რაოდენობის შემცირება და ხანძრის ეკოლოგიური სარგებელი. ამავე დროს, ეს მეთოდი არ არის შესაფერისი საშიში, მშრალი სეზონის განმავლობაში, ფართოდ გავრცელებული უკონტროლო ხანძრების თავიდან ასაცილებლად.

როგორ შეიძლება მათი კონტროლი და რა გავლენა აქვთ მათ ფლორასა და ფაუნაზე?

ასეთი ხანძრები კონტროლდება ამინდის ხელსაყრელი პირობების შერჩევით და ცეცხლის მიმართვით ტერიტორიის კონკრეტულ უბანზე. დედამიწაზე მცხოვრები უხერხემლოების ზოგიერთი სახეობისთვის ეს, რა თქმა უნდა, პრობლემაა, მაგრამ ტყის ბინადრების უმეტესობას ყოველთვის აქვს საკმარისი დრო უსაფრთხო ადგილზე მოსახვედრად. ასეთი ხანძრის შედეგები გაცილებით მცირეა, ვიდრე უკონტროლო და ინტენსიური ხანძრის შემთხვევაში. ცეცხლის ფერფლში ჩნდება მცენარეების ახალი სახეობები, რომლებსაც განვითარება სჭირდებათ. გარდა ამისა, ახალი საცხოვრებელი გარემო იქმნება სხვა ცხოველების სახეობებისთვის.

ტყის ხანძრის შემდეგ რამდენ ხანში შეიძლება ახალგაზრდა ხეების კვლავ დარგვა?

ხშირ შემთხვევაში, ხანძრის შემდეგ მცენარეების სპეციალური დარგვა არც კი არის საჭირო, რადგან ცეცხლთან ადაპტირებული მცენარეულობა (მაგალითად, ბუჩქები) გამოიყენება თვით დამწვრობის შედეგებზე რეაგირებისთვის. და ამიტომ ახალი თაობის მცენარეები იზრდება თესლიდან ან ძველი ფესვთა სისტემის ახალი ყლორტებიდან. სიცილია და კალაბრია, იაკუტია, საბერძნეთი, თურქეთი, სარდინია, კოტ დ’აზური, ალჟირი და მანამდე პორტუგალია, კალიფორნია, ავსტრალია და შვეიცარიის ტიჩინოს კანტონიც კი: ტყის ხანძრები არღვევს და ანადგურებს ეკოსისტემას, აზიანებს ეკონომიკას, იწვევს ადგილობრივთა იძულებით მიგრაციულ ნაკადებს და მსხვერპლსაც კი.

შვეიცარიელი ექსპერტი გვიხსნის, თუ როგორ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ეს კატასტროფა. რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ტყის ხანძრებს აქვთ დადებითი ასპექტებიც. რუსეთის ხელისუფლების თანახმად, იაკუტიაში ყველაზე დიდი ტყის ხანძრის ფართობმა 1.5 მილიონ ჰექტარს გადააჭარბა და შეიძლება კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ხანძარის სახელითაც შევიდეს

მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად ტყის ხანძარი ანადგურებს უზარმაზარ ტერიტორიებს. ხშირად, ეს ხანძრები გამოწვეულია ადამიანების მიერ, უნებლიედ ან განზრახ. როგორ ჩნდება ხანძარი და როგორ შეიძლება, ასეთი ხანძრების კონტროლი?

swissinfo.ch მარკო კონედერას, შვეიცარიის ტყის, თოვლისა და ლანდშაფტის კვლევის ფედერალური ინსტიტუტის ბიოტიკური თემების ეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ესაუბრა.

როგორ შეიძლება ტყის ხანძრების თავიდან აცილება და უკეთ კონტროლი?

მარკო კონედერა: ტყის ხანძრის პრევენცია უნდა განხორციელდეს სხვადასხვა დონეზე. რეგიონულ, მაგალითად, შვეიცარიაში ჩამოვაყალიბეთ ასეთი საქმიანობის სამი ძირითადი სფერო. საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ტყის ძირითადი ხანძრების რისკი დამოკიდებულია ლანდშაფტის ტიპზე და მისი მართვის ხარისხზე. მცენარეულობის ძირითადი ტიპი ბუნებრივად დამოკიდებულია კლიმატზე. ჩვენს ქვეყანაში, მაგალითად, ხმელთაშუა ზღვის ტიპის ეკოსისტემა – ჯერ არ ვითარდება, ხანძრის შემდეგაც კი.

ასეთი სცენარი შეიძლება განხორციელდეს ალპებში, სადაც შესაძლოა ხანძრის შემდეგ ხეები საერთოდ აღარ აღმოცენდეს ბუნებრივად, ეს ხშირად ხდება წიწვოვან ტყეში.

© swissinfo.ch

ხელმისაწვდომია 5 ენაზე (DE, ES, IT, FR, RU)
შვეიცარიის გამოცდილება ხანძრებზე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin