GRETA-მ ორგანული სოფლის მეურნეობის თემაზე საგრანტო იდეების მიღება დაიწყო

პროექტი GRETA – მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა აცხადებს საგრანტო იდეების მიღებას ორგანული სოფლის მეურნეობის კომპონენტში. როგორც პროექტის მენეჯერმა, ლაშა ჭანტურიამ „აგროგარემო TV-სთან“ საუბრისას განმარტა, ბენეფიციარის თანამონაწილეობა 10% -დან 50% -მდე უნდა იყოს.

პროექტის სამიზნე რეგიონებია ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი და ზემო იმერეთი (ტყიბულის, ჭიათურისა და საჩხერეს მუნიციპალიტეტები).

პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობასა და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკისთვის ორ მნიშვნელოვან სექტორში: ორგანულ სოფლის მეურნეობასა და სამთო ტურიზმში.

საგრანტო იდეის შევსებული აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა 2019 წლის 30 სექტემბერია.

სააპლიკაციო ფორმისა და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად, იხილეთ მითითებული ბმულები: 1, 2, 3.

GRETA წარმოადგენს მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის ოთხწლიან პროექტს, რომლის მიზანია განავითაროს ხსენებულ სექტორებში მცირე და საშუალო საწარმოები. პროექტი აგრეთვე ხელს შეუწყობს სათანადო ბიზნეს გარემოსა და შემოსავლების გენერირების შესაძლებლობათა განვითარებას. პროექტი მოიცავს საქართველოს სამ რეგიონს ზემო სვანეთს, რაჭასა და ზემო იმერეთს; მისი მთლიანი ღირებულება 6,8 მილიონი ევროა და იგი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროკავშირის ორი წევრი ქვეყნის – ავსტრიისა და შვედეთის მთავრობების მიერ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin