FAO-ს ახალი საგრანტო კონკურსი სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდასაჭერად

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდასაჭერად საგრანტო კონკურსს აცხადებს. ინიციატივის მიზანია, ქართველ ფერმერებს, სოფლის შინამეურნეობებს, კოოპერატივებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს ფინანსებზე, სერვისებსა და საწარმოო ტექნიკურ აღჭურვილობაზე ხელი მიუწვდებოდეთ. კონკურსის პირველ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო ინიციატივები დაუფინანსდებათ იმ ფერმერებს, კოოპერატივებს და მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ახორციელებენ შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ლაგოდეხი, ბორჯომი, ყაზბეგი, დედოფლისწყარო, თეთრიწყარო, ახალქალაქი, ხულო, ქედა. ეს ის მუნიციპალიტეტებია, სადაც ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში, ევროპული LEADER მიდგომით, უკვე ხორციელდება სოფლის განვითარების პროექტები. 

მეორე საგრანტო კატეგორიაში კი გრანტები გაიცემა იმ ფერმერების, კოოპერატივების და საქართველოში რეგისტრირებულ მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევიან: ახალციხის, დუშეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში. ამ კატეგორიაში დაფინანსებას ექვემდებარება კაპიტალური ინვესტიციები შემდეგ სექტორებში: მესაქონლეობა-მეძროხეობა (ყველა ჩამოთვლილ მუნიციპალიტეტში), მერძევეობა (ყველა ჩამოთვლილ მუნიციპალიტეტში), მეკარტოფილეობა (წალკა, ნინოწმინდა და ასპინძა), მებოსტნეობა (ყვარელი, გურჯაანი, სიღნაღი) და ხორბალი (სიღნაღი).

თარიღების, განაცხადის წარდგენის, საჭირო თანდართული დოკუმენტაციისა და ხელშეწყობილი ინვესტიციების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერს: WWW.FAOGRANTS.GE