FAO – მსოფლიოში წარმოებული საკვების 80%-ზე მეტი საოჯახო ფერმებში მოჰყავთ, თუმცა ამ ფერმერების უმეტესობა ღარიბია

მსოფლიო მეურნეობის 90% საოჯახო მეურნეობებზე მოდის. საოჯახო ფერმებში მსოფლიოში წარმოებული საკვების 80%-ზე მეტი მოჰყავთ. მიუხედავად ამისა, ამ ფერმერების უმეტესობა თავად ღარიბია და საკვების დეფიციტის საფრთხის წინაშე დგანან.  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მეურნეობაში თანამედროვე მეთოდების გამოყენება და ინოვაციური ტექნიკის მოხმარება იზრდება, თუმცა საჭიროა, ფერმერებმა წარმოებაში მეტად ჩართონ თანამედროვე ტექნიკა, რათა წარმოების ზრდა შეძლონ.