FAO და ევროკავშირი ქართველ ფერმერებს ბოსტნეულის წარმოების საუკეთესო პრაქტიკას უზიარებენ

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ბადრიჯნის საცდელი მეურნეობის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიების მონაწილეებს, – ფერმერებს, ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლებსა და ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) წევრებს FAO-ს ექსპერტებმა, ასევესაცდელი მეურნეობის მასპინძელმა ფერმერებმა სადემონსტრაციო ნაკვეთის მოწყობისას მიღებული გამოცდილება გაუზიარეს. ყურადღება გამახვილდა ნაკვეთის მოწყობისას ისეთი მეთოდების გამოყენებაზე (მაგ. მულჩირება), რომლებიც მოსავალს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გვალვის, წვიმისა და სხვადასხვა მავნებლებისგან იცავს. საუბარი შეეხო ირიგაციის, სასუქების შეტანისა და პესტ-მენეჯმენტის თანამედროვე პროგრამებს, ფერმერის ეკიპირებასა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებას.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin