covid 19-ზე რეაგირების გეგმა აგრარული წარმოებისთვის – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივა

ეკონომიკური ზიანის შემცირებისა და არსებული ვითარების ეფექტურად გამკლავების მიზნით გარემოს დაცვისა და სოფლის ემრუნეობის სამინსტრომ რეაგირების გეგმა წარმოადგინა, რომელის მიხედვიტაც  პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი” ფარგლებში, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების მიზნით გაიცემა კრედიტები, რომლის სავარაუდო მოცულობა 50,000,000 ლარი იქნება. სახელმწიფო სრულად დააფინანსებს სესხების 6 თვის საპროცენტო განაკვეთს, ხოლო ფერმერებს შესაძლებლობა ეძლევათ სესხის ძირითადი თანხა გადაიხადონ მიღებული მოსავლის რეალიზაციის შემდეგ. 2020 წელს პროგრამით ისარგებლებს დაახლოებით 5,000 ბენეფიციარი.

„შეღავაღიანი აგროკრედიტის” ძირითადი საშუალებების კომპონენტში იზრდება თანადაფინანსების პროცენტი (8%-ის ნაცვლად 11%), იზრდება ლიზინგის თანადაფინანსების პროცენტიც (9%-ის ნაცვლად 12 %). 

შემუშავდა ახალი ქვეკომპონენტი სასურსათო მრეწველობის, მათ შორის, ყურძნის გადამმუშავებელი წარმოება, პურისა და პურპროდუქტების წარმოება და მაკარონის ნაწარმის წარმოება, დაფინანსებისთვის. სახელმწიფო სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას მოახდენს წლიური 10%-ის მოცულობით 24 თვის განმავლობაში. ასევე პროექტს ემატება აგროლიზინგის ქვეკომპონენტი სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისათვის, სადაც სახელმწიფო თანადაფინანსება იქნება 12%, 24 თვის განმავლობაში. 2020 წელს, პროგრამის ფარგლებში, ფერმერებზე გაცემული სესხების ჯამური სავარაუდო მოცულობა იქნება 25,000,000 ლარი.

პროექტს ემატება მეორადი უზრუნველყოფის კომპონენტი. მეხორცული მიმართულების მეცხოველეობისათვის საბრუნავი საშუალებებისათვის გაცემულ სესხებზე, კომპონენტის ფარგლებში გაცემული ყოველი ახალი სესხის ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არაუმეტეს 50%-ის მეორადი უზრუნველყოფა მოხდება სახელმწიფოს მიერ სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან მომდევნო 18 თვის განმავლობაში.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin