ყველა

ჩაისა და თაფლის ფესტივალი თბილისსა და ოზურგეთში

თბილისში, მთაწმინდის პარკში, ჩაისა და თაფლის ტრადიციული საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ამასთან, ჩაის ფესტივალი ჩატარდება გურიაშიც. ქალაქ ოზურგეთში ღონისძიება წელს პირველად გაიმართება. ღონისძიების მიზანია, მეჩაიეობის სფეროში ეკონომიკური ზრდის წახალისება, ერთობლივი რეგიონული ეკონომიკური პროექტების განხორციელება, ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა, ასევე მომხმარებლებში ნატურალური ჩაის პოპულარიზაცია და შიდა ბაზრის ათვისება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება 15-მდე ჩაის ადგილობრივი და იმპორტიორი …

ჩაისა და თაფლის ფესტივალი თბილისსა და ოზურგეთში Read More »

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებისთვის, პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შედის

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისთვის, პროექტში „დანერგე მომავალი“  ცვლილებები შედის. მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტში გასაშენებელი მიწის მინიმალური ფართობი შეადგენს 1 ჰა-ს, ცვლილების თანახმად კი, მიწის მინიმალური ფართობი შემცირდება და 1 ჰა-ს ნაცვლად, მინიმალური ფართობი 0,5 ჰა იქნება. მრავალწლოვანი ხეხილის ბაღების თანადაფინანსების კომპონენტში ფერმერი იღებდა ნერგებზე 70%-იან, ხოლო სარწყავ სისტემებზე 50%-იან დახმარებას. ცვლილებების თანახმად, მრავალწლოვანი ბაღების გაშენებისთვის …

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებისთვის, პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შედის Read More »

ჯიღაურას ბაზას უნგრეთის ელჩი და უნგრელი მეღვინეები ესტუმრნენ

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონტრაციო ბაზას უნგრელი მეღვინეები და უნგრეთის ელჩი, ვიქტორია ჰორვარტი ესტუმრნენ. მათ ბაზაზე გაშენებული ვაზის კოლექცია დაათვალიერეს და ქართული იშვიათი ვაზისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს. სტუმრები საქართველოს მეღვინეობა-მევენახეობის ისტორიას, ამ მიმართულებით ქვეყნის პოტენციალს და დარგის სიახლეებს გაეცნენ. ჯიღაურას კოლექციაში 350 უცხოური და 437 ქართული ვაზის ჯიშია დაცული, რომლის მოძიება და …

ჯიღაურას ბაზას უნგრეთის ელჩი და უნგრელი მეღვინეები ესტუმრნენ Read More »

30-მდე ღვინის ქარხანამ პირველი ქართული მშრალი საფუარი გამოსცადა

საქართველოში მოქმედმა 30-მდე ღვინის ქარხანამ პირველი ქართული მშრალი საფუარი გამოსცადა. ესაა ერთუჯრედიანი მიკროორგანიზმები, რომლებიც ყურძნის კანზე ბინადრობს, სწრაფად მრავლდება ტკბილ ხსნარში, იწვევს დუღილს და ღვინის ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. საქართველოში ღვინის დასაყენებლად ევროპის ქვეყნებიდან, ძირითადად კი, საფრანგეთიდან შემოტანილ საფუარს იყენებენ. ღვინის პირველი ქართული მშრალი საფუარის სამეურნეო-ტექნიკურ მახასიათებლებზე პრეზენტაცია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, ადგილობრივ მეღვინეებთან შეხვედრაზე  …

30-მდე ღვინის ქარხანამ პირველი ქართული მშრალი საფუარი გამოსცადა Read More »

ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და ნიადაგში ტყვიის შემცველობის მონიტორინგის არეალი ფართოვდება

გარემოს ეროვნული სააგენტო რეგიონებში, – ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და ნიადაგში ტყვიის შემცველობის მონიტორინგის არეალს  აფართოებს. სპეციალისტებმა გურიის რეგიონში სინჯები უკვე აიღეს. აღებული სინჯები ანალიზისთვის სააგენტოს ლაბორატორიაში გადაიგზავნა. მიღებული შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

სისხლში ტყვიის შემცველობა ყველაზე მეტ ბავშვს აჭარაში გამოუვლინდა

საქართველოში ბავშვების 41%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მიკროგრამს დეცილიტრზე, –  ასეთია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.  კვლევა 2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა. ტყვიის დონის განსასაზღვრად, ვენური სისხლის სინჯები 2-7 წლის ასაკის 1578 ბავშვისგან შეგროვდა. კვლევის მიხედვით, სისხლში ტყვიის შემცველობა ყველაზე მეტ ბავშვს აჭარაში გამოუვლინდა. რიგითობის მიხედვით, ამ რეგიონს მოსდევს გურია, …

სისხლში ტყვიის შემცველობა ყველაზე მეტ ბავშვს აჭარაში გამოუვლინდა Read More »

შოტლანდიაში შექმნეს მოწყობილობა, რომლითაც ღორების ემოციურ მდგომარეობას დააკვირდებიან

შოტლანდიელმა მკვლევარებმა შექმნეს ტექნოლოგია, რომლითაც ღორების ემოციურ მდგომარეობას დააკვირდებიან. მოწყობილობა პირუტყვის თავის არეში გადაღებული 3D გამოსახულებებით დაადგენს, განიცდის თუ არა ღორი რაიმე სახის სტრესს,  შემდეგ კი ფერმერები ინფორმაციას სმარტფონებზე მიიღებენ. მეცნიერების მტკიცებით, ღორების ემოციური მდგომარეობის დადგენით შეიძლება განისაზღვროს სხვადასხვა დაავადებების განვითარების საშიშროება. მკვლევარები განმარტავენ, რომ დაავადებათა კლინიკურ გამოვლენამდე, ცხოველებს ემოციური ფონის ცვლილება ახასიათებთ, რისი ამოცნობაც …

შოტლანდიაში შექმნეს მოწყობილობა, რომლითაც ღორების ემოციურ მდგომარეობას დააკვირდებიან Read More »

იმერეთი ღორის ხორცის წარმოებით საქართველოს ლიდერი რეგიონია

იმერეთი ღორის ხორცის წარმოებით ლიდერი რეგიონია. საქსტატის 2017 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 15 500  ტონა ღორის ხორცია წარმოებული. იმერეთში 3 200, ქვემო ქართლში 3 000, სამეგრელო-ზემო სვანეთში 2 400, კახეთში 2 000, შიდა ქართლში 1 600, სამცხე-ჯავახეთში 1 300, დანარჩენ რეგიონებში წარმოებული ღორის ხორცის ჯამური მაჩვენებელი კი 1 800 ტონაა.

დმანისში კოოპერატივებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და სათიბ-საძოვარი გადაეცა

დმანისის მუნიციპალიტეტში ოთხ კოოპერატივს ტექნიკა და სათიბ-საძოვარი იჯარით გადაეცა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა, – „მოურავი“ „მთის ძირი“ „იმედი“ და „ბოსლები“ ტრაქტორი გუთნით, როტაციული და სეგმენტური სათიბელ, ფოცხი, მოთიბული მასის დამწნეხი და მისაბმელი 90 % -იანი თანადაფინანსებით მიიღეს. კოოპერატივებს, რომლებშიც გაწევრიანებულია 100-მდე მეპაიე, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა კი 900-ზე მეტს შეადგენს, პროგრამის ფარგლებში, 2000 ჰა-მდე სათიბ-საძოვარი 25 წლიანი იჯარის …

დმანისში კოოპერატივებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და სათიბ-საძოვარი გადაეცა Read More »

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა

22 აპრილს მსოფლიოს 175 ქვეყანაში დედამიწის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. საქართველო ამ ქვეყნების სიას 1990 წლიდან შეუერთდა. წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას, შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. სწორედ მას შემდეგ აღინიშნება დედამიწის დღე ყოველი წლის 22 აპრილს. წლევანდელი თემაა “დაიცავი …

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა Read More »