პირდაპირ აგროგარემოში – 2021

პირდაპირ აგროგარემოში – საიდან მოდის და სად მიდის “დენი”

რამდენად ეფექტურად ვხარჯავთ და ვიყენებთ ბუნებრივ რესურსებს. როგორ მოხვდა ერთ-ერთი ყველაზე მეტად ენერგო მხარჯველი, მაინინგის სისტემა ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირის, გიორგი ბაჩიაშვილის ხელში და რა მოგება მოუტანა ქვეყანას, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 1 ლარად გადაცემულმა, თბილისში 18 ჰექტარზე განთავსებულმა თავისუფალმა ეკონომიკურმა ზონამ.

პირდაპირ აგროგარემოში – გუდის ყველი, ტენილი, დამბალხაჭო – როგორ ვაწარმოოთ ტრადიციული პროდუქტები

გუდის ყველი, ტენილი, დამბალხაჭო როგორ ვაწარმოოთ ტრადიციული პროდუქტები სურსათის უვნებლობის ნორმების გათვალისწინებით. თემის სტუმარი: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კონსულტანტი, სოფლის მეურნეობის დოქტორი, აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი – გივი ბასილაძე. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კონსულტანტი, სოფლის მეურნეობის დოქტორი, აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი – გივი ბასილაძე.

პირდაპირ აგროგარემოში – აგროტურიზმი

საოჯახო ტიპის სასტუმროები და სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლები – როგორ უმკლავდებიან კოვიდპანდემიით გამოწვეულ სირთულეებს გურიის რეგიონში; თემის სტუმარი:  „კომლი“ – ლიკა მეგრელაძე  „სკიჯი“ – დარეჯან ბერძენიშვილი

პირდაპირ აგროგარემოში – ენერგეტიკა და გარემოსდაცვა

ენერგეტიკა და გარემოსდაცვა – დაპირისპირება ორ სექტორს შორის თუ ეკომეგობრული გადაწყვეტილებები რესურსების რაციონალურ ათვისებაში. თემის სტუმარი:  „მწვანე ალტერნატივა“ თავმჯდომარე – მანანა ქოჩლაძე.

პირდაპირ აგროგარემოში – აგროჟურნალისტიკისა და აგროკომუნიკაციის განვითარების მნიშვნელობა

აგროჟურნალისტიკისა და აგროკომუნიკაციის განვითარების მნიშვნელობა, მზადება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისთვის. თემის სტუმრები: ▫ ნათია კუპრაშვილი – ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარე; ▫ ნინო ჭალაგანიძე – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი; ვრცელი ინტერვიუ: მერსი ქორფსის კავკასიის ალიანსების პროგრამის გუნდის ლიდერ – ჰელენ ბრედბერისთან.

პირდაპირ აგროგარემოში – კვების რაციონის სწორი შერჩევა და მეცხოველეობის მეურნეობის დაგეგმვა

 კვების რაციონის სწორი შერჩევა და მეცხოველეობის მეურნეობის დაგეგმვა თემის სტუმარი:  ფერმერი ბექა გონაშვილი.

პირდაპირ აგროგარემოში – ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში

გზამკვლევი ცხოველური წარმოშობის სურსათთან/ცხოველის საკვებთან დაკავშირებული პირის საქმიანობის რეგისტრაციის მოთხოვნების და პროცედურების შესახებ. თემის სტუმარი:  პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ დირექტორის მოადგილე ლაშა ავალიანი.

პირდაპირ აგროგარემოში – ბიოაგრო, მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრი

ბიოლოგიური სასუქები და მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებები. გამოწვევები და პერსპექტივები ბიოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობაში და ურბანულ გამწვანებაში. ბიოაგრო – მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის – სპეციალისტებთან დისკუსია. თემის სტუმრები: კარლო კიკორია – ბიოაგრო მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის დირექტორი; შაქრო ყანჩაველი – სამეცნიერო ხელმძღვანელი.

პირდაპირ აგროგარემოში – სანერგეებისა და ნერგების სერტიფიცირება

სანერგეებისა და ნერგების სერტიფიცირება, მნიშვნელობა და აქტუალობა, დღეს 19:30 საათზე, გადაცემა პირდაპირ აგროგარემოში. თემის სტუმრები: გიორგი ნიპარიშვილი. USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ღირებულებათა ჯაჭვის სპეციალისტი; ნოდარ ხატიაშვილი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე.

პირდაპირ აგროგარემოში – საექსპორტო მონაცემები

სოფლის მეურნეობა, გამოწვევები პანდემიის პირობებში და საექსპორტო მონაცემები გადაცემის სტუმრები: კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის (GBGAssociation) თანადამფუძნებელი, ფერმერი – ელისო ღვინიაშვილი; საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების (საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება)  აღმასრულებელი დირექტორი – ალეკო პაპავა. ფერმერთა წინაშე არსებულ საკითხებს უპასუხებს: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (MEPAGeorgia) – სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი-თენგიზ კალანდაძე.