გიგა აბულაძე

კახეთში რთველი დაიწყო

6 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში გასულ წელთან შედარებით 6-ჯერ მეტი ყურძენია გადამუშავებული. აღნიშნულ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „რთველი 2021-ის ფარგლებში მოსავალი ღვინის საწარმოებს 4 100-ზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 45 მლნ ლარს აღწევს.კახეთში ნასეტყვი ყურძნის დაბინავდება დღეს სრულდება – 26 აგვისტოს შემდეგ გადამუშავებულია 15 ათას ტონამდე ნასეტყვი ყურძენი.კონდიციური ყურძნის მოსავლის დაბინავება კახეთში ტრადიციულად დედოფლისწყაროსა …

კახეთში რთველი დაიწყო Read More »

კელი დეგნანი სამცხე-ჯავახეთის ტურიზმის მართვის ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

აშშ ელჩის შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის DMO-სთან USAID მხარს უჭერს საქართველოს ძლიერი კულტურულ-ტურისტული მრეწველობის განვითარებაში, რომლის შედეგადაც მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს მივიღებთ რეგიონებში. ელჩი კელი დეგნანი სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. ორგანიზაცია დაფუძნდა USAID-ის და საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით.ვიზიტისას სტუმრებმა მოინახულეს რაბათის ციხეც, რომელსაც USAID-მა ხელი შეუწყო ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის განახლებასა და თანამშრომელთა გადამზადებაში.

საქართველომ რძის (შეუსქელებელი) იმპორტი შეამცირა

საქართველომ რძის(შეუსქელებელი) იმპორტი 16.3%-ით შეამცირა. თუკი შარშან, იანვარ-ივლისში, ქვეყანამ 4.6 ათასი ტონა რძეში $4.2 მილიონი გადაიხადა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში 3.8 ათასი ტონა რძის იმპორტზე $4.2 მილიონი დახარჯა. რძის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი საქართველოში უკრაინაა. 7 თვეში 1.7 ათასი ტონა უკრაინული რძის იმპორტში საქართველომ $2.1 მილიონი გადაიხადა.$881 ათასი დაუჯდა ქვეყანას 771 ტონა რძის იმპორტი რუსეთიდან. იმპორტიორთა …

საქართველომ რძის (შეუსქელებელი) იმპორტი შეამცირა Read More »

საქართველოში ვაშლის ექსპორტი გაიზარდა – შემსყიდველი კვლავ რუსეთია

საქართველოდან ვაშლის ექსპორტი 3.7-ჯერ გაიზარდა.საქსტატის ინფორმაციით მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან 11.6 ათასი ტონა ვაშლია ექსპორტირებული, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი 3.1 ათას ტონას არ აღემატებოდა. შესაბამისად, $1.5 მილიონიდან $5.4 მილიონამდე გაიზარდა ვაშლის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალიც. ქართული ვაშლი წელს თითქმის მთლიანად (11.2 ათასი ტონა) რუსეთმა შეიძინა, რაშიც $5.2 მილიონი გადაიხადა. ექსპორტის უმნიშვნელო რაოდენობა განხორციელდა …

საქართველოში ვაშლის ექსპორტი გაიზარდა – შემსყიდველი კვლავ რუსეთია Read More »

აგვისტოში სამომხმარებლო ფასების ზრდის წლიური დონე 12.8%-ია

2021 წლის აგვისტოში ინფლაციის დონემ 12,8% შეადგინა, რაც ბოლო 10 წლის მაქსიმუმია განსაკუთრებით აღსანიშნავია ყველაზე მეტად მოხმარებად, სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, ფასების 16,2%-ით ზრდა. ასევე ორნიშნა ინფლაციის მაჩვენებლები დაფიქსირდა შემდეგ ჯგუფებში: ტრანსპორტი (22,5%); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (12,6%); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (11,7%); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (11,6%); ჯანმრთელობის დაცვა (10,9%).

ბოლნისში მობილური ამცრელი ბრიგადები შეიქმნა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს , ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბაზაზე, მობილური ამცრელი ბრიგადები შეიქმნა – ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. სამი ჯგუფი, მოთხოვნის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით , სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის. “ამცრელმა ბრიგადამ იმუნიზაციის პროცესი სოფელი ტალავერიდან დაიწყო, სადაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტებმა, სოფლის ამბულატორიაში, მოქალაქეებს „სინოვაკის“ ვაქცინის პირველი დოზა …

ბოლნისში მობილური ამცრელი ბრიგადები შეიქმნა Read More »

მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი ფინალს უახლოვდება

 2021 წლის ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” კონკურსის ფინალში თბილისის, მარნეულის და ახმეტის სკოლების მასწავლებლები გადავიდნენ. გამარჯვებული 5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს გამოვლინდება, . ჯილდოსთან ერთად, მას, ფულადი პრიზის სახით 100000 ლარი გადაეცემა.  საუკეთესო ხუთეულში მოხვდნენ: აზა ხანგოშვილი – ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის ფიზიკის, ბუნებისმეტყველების, მეწარმეობის საფუძვლების და სპორტის მასწავლებელი; ლამარა ბოლქვაძე – მარნეულის მუნიციპალიტეტის …

მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი ფინალს უახლოვდება Read More »

საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება იწყება

საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება იწყება. ცნობითვის,სეტყვისა და მზისგან დამცავი ბადეების წარმოების იდეა ბაზრის შესწავლის შემდეგ გაჩნდა. ბადეების წარმოება ჯერ კიდევ 2021 წლის იანვარში უნდა დაწყებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. შემდეგ წარმოების დაწყების თარიღად მარტი დასახელდა, თუმცა აქაც ხელშემშლელი ფაქტორი პანდემია აღმოჩნდა. დღეს კი, როგორც კომპანია “აგრობადის” დამფუძნებელი ავთანდილ მაისურაძე აცხადებს, დანადგარები უკვე საქართველოშია …

საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება იწყება Read More »

სამელიორაციო მომსახურებისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან ფიზიკური და იურიდიული პირები გათავისუფლდებიან

წყალმომხმარებელი ფიზიკური და იურიდიული პირები, 2020 წელს სრულად თავისუფლდებიან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სამელიორაციო მომსახურებისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან. გარდა ამისა, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ასევე სრულად ჩამოეწერებათ შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული 8 000 000 ლარამდე ოდენობის დავალიანება, რომელიც 2012-2019 წლებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სამელიორაციო მომსახურების შედეგად წარმოიქმნა.

ცვლილებები „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში“ – რა იცვლება?

შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სესხები გაიცემა 5 000 ლარიდან 100 000 ლარის ჩათვლით, ხოლო სახელმწიფო მოახდენს 6 თვის საპროცენტო განაკვეთის სრულად დაფინანსებას. აღნიშნული ცვლილებით ფერმერები შეძლებენ სესხი გადაიხადონ იმ მომენტისთვის როცა მიიღებენ მოსავალს. აღსანიშნავია, რომ სახელწიფოს პროექტის დაწყებიდან დღემდე სრულად პროცენტის თანადაფინანსება არ მოუხდენია. გარდა ამისა, …

ცვლილებები „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში“ – რა იცვლება? Read More »