ბელა გელაშვილი

აგრო სიახლეები – 1 (სეზონი 13)

რთველი წელსაც სუბსიდირდება. ყურძნის სუბსიდირება 2008 – 2022 წლებში ბიუჯეტს 436.6 მილიონი ლარი დაუჯდა. წელს რთველის სუბსიდირებაზე 150 მლნ ლარი დაიხარჯება. სექტორის რეალური დახმარება თუ პოლიტიკური იარაღი? რატომ არ გამოდის სახელმწიფო რთველის სუბსიდირებიდან? აქვს თუ არა ეკონომიკური ეფექტი სუბსიდიას? მევენახეების, მეღვინეების, ექსპერტებისა და არასამთავრობო სექტორის პოზიციები „აგრო სიახლეებში“. უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო …

აგრო სიახლეები – 1 (სეზონი 13) Read More »

აღმოჩენილია ტრიუფელის ორი ახალი სახეობა

ფლორიდის უნივერსიტეტის ბოლო დროინდელ კვლევებში აღწერილია, მეცნიერების მიერ ჩრდილოეთ ამერიკაში  აღმოჩენილი ტრიუფელის ორი ახალი სახეობა. ორივე ახალი ტრიუფელი ბურთის ზომისაა.   „Tuber eburneum“ – აღმოაჩინეს აიოვაში. მას აქვს მოთეთრო გარეგნობა, ოდნავ წააგავს გამომცხვარ კარტოფილს და დაკავშირებულია „Périgord“  შავი ტრიუფელის სახეობასთან, რომელიც ხშირად გამოიყენება მაღალხარისხოვან სამზარეულოში. „Tuber mujicii” –  ტრუფელის მეორე ახალი სახეობა აღმოაჩინეს გეინსვილთან, ფლორიდაში, …

აღმოჩენილია ტრიუფელის ორი ახალი სახეობა Read More »

სამუხის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა დროებით აიკრძალა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სამუხის ველზე, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა დროებით აიკრძალა. აღსანიშნავია, რომ ჯეირანის აღდგენის პროექტის განხორციელებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის სამუხის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა. სროლის ხმა აფრთხობს ქურციკებს, რაც მათი ქცევის შეცვლას იწვევს – გაშლილი ტერიტორიებიდან ინაცვლებს ტყე-ბუჩქნარიან ადგილებზე თავშესაფრის მოძიების და დამალვის მიზნით. შესაბამისად, ადვილი მოსანადირებელი …

სამუხის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა დროებით აიკრძალა Read More »

საქართველოს მოსახლეობის 23% ემიგრაციაშია – კვლევა

პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფმა (PMCG) საქართველოს ეკონომიკაზე ემიგრაციისა და ფულადი გზავნილების ეფექტის შესახებ ანგარიშის მოამზადა, რომლის თანახმად, 2010 წლიდან 2020 წლამდე საქართველოდან ემიგრაციაში წასული ადამიანების ჯამური რაოდენობა 7%-ით გაიზარდა და 861 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 23%-ია. ანგარიშის მიხედვით, ქართველი ემიგრანტების მთავარ მიმღებ ქვეყნად რუსეთი რჩება (450 ათასი ადამიანი), რომელსაც მოჰყვება საბერძნეთი, უკრაინა და …

საქართველოს მოსახლეობის 23% ემიგრაციაშია – კვლევა Read More »

სამეფო ოჯახის ფუტკრებს ელისაბედ მეორეს გარდაცვალება შეატყობინეს

სამეფო მეფუტკრემ ბუკინგემის სასახლისა და კლარენს ჰაუსის ტერიტორიაზე განლაგებულ სკებს აცნობა დედოფლის გარდაცვალების შესახებ. როგორც უცხოური მედია იუწყება,ეს საიდუმლო ტრადიცია საუკუნეების წინ ითვლის. ამ უცნაურ რიტუალს საფუძვლად უდევს ძველი ცრურწმენა, რომლის მიხედვითაც, თუ ფუტკარს მესაკუთრის შეცვლის ამბავს არ შეატყობინებენ, თაფლს არ აწარმოებენ, სკას დატოვებენ ან დაიხოცებიან. ფუტკრებს ისიც უთხრეს, რომ მათი ახალი ბატონი ახლა მეფე …

სამეფო ოჯახის ფუტკრებს ელისაბედ მეორეს გარდაცვალება შეატყობინეს Read More »

რუსეთიდან ხორბლის ექსპორტზე მომგებიანი ფქვილის გატანა გახდა

რუსეთიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებული სირთულეები ბიზნესს ალტერნატიული ბაზრების ძიებას აიძულებს. როგორც rg.ru რუსეთის მარცვლეულის ექსპორტიორთა კავშირზე დაყრდნობით წერს, ქვეყნიდან ფქვილის ექსპორტი გაორმაგდა. სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ მსოფლიო ბაზარზე რუსეთიდან ხორბლის ფქვილის მიწოდება წინა სეზონთან შედარებით 205,4 ათასი ტონიდან 488,3 ათასამდე გაიზარდა. რუსული ფქვილის ტოპ მყიდველებია: საქართველო, ავრანეთი, ერაყი საქართველომ რუსული ფქვილის შესყიდვა თითქმის 12-ჯერ (136,3 …

რუსეთიდან ხორბლის ექსპორტზე მომგებიანი ფქვილის გატანა გახდა Read More »

გაეცანით 2022-2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვით პრიორიტეტებს

საქართველოს მთავრობამ, „2022-2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი მიიღო. დოკუმენტი 2022-2026 წლებისთვის გარემოს დაცვის კუთხით პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს და ქვეყანაში გარემოს მდგომარეობისა და გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. როგორც “აგრო სიახლეებს” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუმარტეს, „2022-2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული …

გაეცანით 2022-2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვით პრიორიტეტებს Read More »

მთავრობა წელს 300 ათასამდე ტონა ყურძნის ინდუსტრიულ გადამუშავებას ელის – ყურძენი მინიმნუმ 90 თეთრი ეღირება

მთავრობა წელს 300 ათასამდე ტონა ყურძნის ინდუსტრიულ გადამუშავებას ელის. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ სამუგიამ ჯერ კიდევ გასულ თვეს, რთველი 2022-ის საკოორდინაციო შტაბის გახსნაზე განაცხადა. შტაბი მიმდინარე წლის რთველის საკოორდინაციო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობას თელავში 24 აგვისტოდან შეუდგა და რთველის დასრულებამდე იმუშავებს. შტაბი კოორდინაციას გაუწევს რთველის ორგანიზებულად ჩატარებას, ჩასაბარებელი ყურძნის …

მთავრობა წელს 300 ათასამდე ტონა ყურძნის ინდუსტრიულ გადამუშავებას ელის – ყურძენი მინიმნუმ 90 თეთრი ეღირება Read More »

რვა თვეში საქართველომ 105.1 მლნ აშშ დოლარი ხილი და კაკლოვნები დააექსპორტა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2022 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 8 თვის განმავლობაში საქართველოდან 105.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხილი და კაკლოვნებია ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 9.5%-ით აღემატება. როგორც უწყებაში “აგროგარემო TV-ის” განუცხადეს, 2022 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებული ხილის მნიშვნელოვანი წილი შემდეგ პროდუქციას უჭირავს: თხილი – აღნიშნულ პერიოდში, …

რვა თვეში საქართველომ 105.1 მლნ აშშ დოლარი ხილი და კაკლოვნები დააექსპორტა Read More »

რუსეთში გაყიდული ფქვილის ყოველი მე-3 ტომარა საქართველოზე მოდის – ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია

რუსეთში გაყიდული ფქვილის ყოველი მე-3 ტომარა საქართველოზე მოდის, – ამის შესახებ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ლევან სილაგავამ, სოციალურ ქსელში დაწერა. მისი შეფასებით, ეს ყველაფერი საფრთხის შემცველია ქვეყნის გრძლვადიანი სასურსათო უსაფრთხოების შენარჩუნების მიმართულებით. სილაგავა ამბობს, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სადაც განსახილველად დაისმება სწორედ ეს საკითხი. „სეზონის განმავლობაში რუსეთიდან ექსპორტირებულია 488 …

რუსეთში გაყიდული ფქვილის ყოველი მე-3 ტომარა საქართველოზე მოდის – ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია Read More »