გიორგი მანთიძე

გზააბნეული შველი მაჭახელას ეროვნულ პარკში გაუშვეს

რამდენიმე დღის წინ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენში ნაპოვნი შველი 21 მარტს აჭარის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანაშრომლებმა და მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა პარკის ტერიტორიაზე გაუშვეს. შველს რქები ჰქონდა დაზიანებული, თუმცა მაჭახელას ეროვნული პარკის ხელმძღვანელის გიორგი ქურიძეს თქმით ცხოველს სათუთი რქები აქვს და დაზიანება, რომელიც სირბილის დროს მიიღო საგანგაშო არაა. წყარო: ajaratv.ge

ველური ყავის სახეობები გადაშენების საფრთხის წინაშე

მსოფლიოში ყავის ველური სახეობების 60 პროცენტს გადაშენება ემუქრება. მათ შორისაა ყავა არაბიკაც. პროგნოზის საფუძველს კლიმატური ცვლილებები და ყავის მოსაყვანად ვარგისი მიწების ფართობის შემცირება ქმნის. ყავის ველური სახეობების დიდი ნაწილი აფრიკაში იზრდება. კვლევის ფარგლებში 124 ჯიში შეისწავლეს. მათი უმეტესობა არამდგრადია იმ დაავადებებისა და პარაზიტების მიმართ, რომელთაც კლიმატური ცვლილებები იწვევს. პროგნოზის მიხედვით, ყავის მოსავლის შემცირება მის ფასსაც …

ველური ყავის სახეობები გადაშენების საფრთხის წინაშე Read More »

იანვარში საქართველოდან ექსპორტზე 847 ტონა ვაშლი გავიდა

2019 წლის იანვარში საქართველოდან ექსპორტზე 847 ტონა ვაშლი გავიდა. East fruit-ის ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ვაშლის ექსპორტის მაჩვენებელი 140-ჯე გაიზარდა. 2018 წლის იანვარში საქართველოდან ექსპორტზე ექვსი ტონა ვაშლი გაიტანეს. ქართული ვაშლის უმსხვილესი იმპორტიორები რუსეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა და სომხეთი იყო.

საგრანტო პროგრამა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებთათვის

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ოჯახებს, ეკონომიკური სარგებლის მისაღებად და სავაჭრო ურთიერთობების დასამყარებლად, ახალ საგრანტო პროგრამაში – “აწარმოე უკეთესი მომავლისთვის” ჩართვა  შეუძლიათ. საუბარია საოკუპაციო ზოლის ორივე მხარეს მცხოვრებ მოქალაქეებს შორის ერთობლივ ბიზნესსაქმიანობაზე. პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე ოკუპირებულ რეგიონში უნდა ცხოვრობდეს. საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს დეტალური ინფორმაციის ნახვა სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ოფიციალურ გვერდზე შეუძლიათ. განაცხადების მიღების ვადა 12 მაისამდეა.

მევენახეები “ქინძმარაულისა“ და „მუკუზნის“ ადგილწარმოშობის ზონებში ყურძნის რეალიზებას კადასტრის პროგრამის საფუძველზე შეძლებენ

მევენახეებს “ქინძმარაულისა“ და „მუკუზნის“ ადგილწარმოშობის ზონებში ყურძნის რეალიზება კადასტრის პროგრამის საფუძველზე შეეძლებათ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, ამ ადგილწარმოშობის ზონებში ყურძნის ჩაბარება, აღრიცხვა და გადამუშავება მხოლოდ ფერმერის კადასტრის ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირების შემდეგ იქნება შესაძლებელი და სოფლის გამგებლების მიერ ცნობების გაცემა  საჭირო აღარ იქნება.

ბელარუსული მწარმოებლების გამოფენა თბილისში

თბილისში, 20-23 მარტს ბელარუსული მწარმოებლების გამოფენა „წარმოებულია ბელარუსში“ (Made in Belarus) იმართება. გამოფენაზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, – საკვებისა და მარცვლეული კულტურების ამღები, ნიადაგის დამამუშავებელი მანქანები, ეკოლოგიური და ენერგოეფექტური ელექტრობუსებია წარმოდგენილი. ღონისძიებას „ექსპო-ჯორჯია“-ს მე-11 პავილიონი მასპინძლობს. გამოფენის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები საქართველოში ბელარუსიის საელჩოს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, სახელმწიფო ორგანოებისა და ორი ქვეყნის ბიზნესასოციაციების მხარდაჭერით იმართება.

ახალი სახეობის ბრინჯი, რომელიც გვალვის პირობებშიც იზრდება

კოლუმბიაში, იაპონური კომპანიების დახმარებით,  ბრინჯის ახალი სახეობა გამოიყვანეს, რომლის მოსაყვანადაც იმაზე მცირე რაოდენობის წყალია საჭირო, ვიდრე ბრინჯის სხვა სახეობებისთვის. ამასთან, კულტურა გვალვისა და სხვადასხვა დაავადებების მიმართ რეზისტენტულია. იდეის მიზანია, კლიმატის ცვლილების პირობებში, მსოფლიოში ბრინჯის წარმოება არ შემცირდეს. კოლუმბიელ ფერმერებს იაპონური კომპანია PS Solutions-ი და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო ეხმარება. წარმოებისას მობილური ტექნოლოგია გამოიყენება, რომლითაც ტემპერატურასა …

ახალი სახეობის ბრინჯი, რომელიც გვალვის პირობებშიც იზრდება Read More »

ხვალ თბილისში ბელარუსული მწარმოებლების გამოფენა გაიხსნება

თბილისში, 20-23 მარტს ბელარუსული მწარმოებლების გამოფენა „წარმოებულია ბელარუსში“ (Made in Belarus) გაიმართება. გამოფენაზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, – საკვებისა და მარცვლეული კულტურების ამღები, ნიადაგის დამამუშავებელი მანქანები, ეკოლოგიური და ენერგოეფექტური ელექტრობუსები იქნება წარმოდგენილი. ღონისძიებას „ექსპო-ჯორჯია“-ს მე-11 პავილიონი უმასპინძლებს.

ახალი სახეობის ბრინჯი, რომელიც გვალვის პირობებშიც იზრდება

კოლუმბიაში, იაპონური კომპანიების დახმარებით,  ბრინჯის ახალი სახეობა გამოიყვანეს, რომლის მოსაყვანადაც იმაზე მცირე რაოდენობის წყალია საჭირო, ვიდრე ბრინჯის სხვა სახეობებისთვის. ამასთან, კულტურა გვალვისა და სხვადასხვა დაავადებების მიმართ რეზისტენტულია. იდეის მიზანია, კლიმატის ცვლილების პირობებში, მსოფლიოში ბრინჯის წარმოება არ შემცირდეს. კოლუმბიელ ფერმერებს იაპონური კომპანია PS Solutions-ი და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო ეხმარება. წარმოებისას მობილური ტექნოლოგია გამოიყენება, რომლითაც ტემპერატურასა …

ახალი სახეობის ბრინჯი, რომელიც გვალვის პირობებშიც იზრდება Read More »

კვლევა: მსოფლიოში ყველაზე სუფთა ჰაერი ისლანდიაშია

Greenpeace-ისა და AirVisual-ის საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით, ყველაზე სუფთა ჰაერი ისლანდიაშია. რეიტინგში, მეორე ადგილს ფინეთი იკავებს. მესამე ადგილზე ავსტრალია, მეოთხეზე კი – ესტონეთია. ხუთეულს შვეიცარია ასრულებს. ჰაერის სისუფთავის მიხედვით, ათეულშია ნორვეგია, ზელანდია, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატები და პორტუგალიაც. რეიტინგში, რომელიც 73 ქვეყანას აერთიანებს, საქართველო არაა მოხსენიებული. დაბინძურებული ჰაერით გამოწვეული დაავადებების გამო, წელიწადში შვიდ მილიონზე მეტი ადამიანი …

კვლევა: მსოფლიოში ყველაზე სუფთა ჰაერი ისლანდიაშია Read More »