9 ძირითად პროდუქტზე ფასი 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით დაეზღვევა

საქართველოს მთავრობა სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასს აზღვევს.

ყველა იმ იმპორტიორ კომპანიისთვის, რომელიც 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით განახორციელებს 9 ძირითადი პროდუქტის საქართველოში იმპორტს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ მოხდება სავალუტო კურსის სხვაობის სუბსიდირება.

სახელმწიფო პროგრამას – „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნება“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ააიპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“, სსიპ „შემოსავლების სამსახურთან“ ერთად განახორციელებს.

შეგახსენებთ 9 ძირითადი პროდუქტის ჩამონათვალს: ბრინჯი,  მაკარონი,  მზესუმზირის ზეთი, ფქვილი,შაქარი,ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin