80 ბაზრიდან ყველა ვერ იმუშავებს – ლევან დავითაშვილი

“არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ იფუნქციონირებს ყველა ის ბაზარი, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული ან მიჩვეული ვართ, რომ მუშაობდა” – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა საკორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი განმარტებით, ქვეყანაში რეგისტრირებული 80-მდე ბაზრიდან ყველა ვერ აკმაყოფილებს ჰიგიენურ ნორმებს, რითაც ვირუსის გავრცელების რისკი იქმნება, ამიტომ ისინი ფუნქციონირებას ვერ გააგრძელებენ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ჰიგიენური ნორმების გარდა, ბაზრებმა მოვაჭრეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უნდა მოიძიოს და კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებები ჩაატაროს.

საქართველოში დღეიდან, 27 საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების პროცესი დაიწყო. მათ შორის აგრარული ბაზრების ფუნქციონირების უფლება მიეცათ. თუმცა, აუცილებელია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, სხვა შემთხვევაში მათ საქმიანობა შეუჩერდებათ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin