კამბოჯაში ნაღმებზე მონადირე ვირთხამ ოქროს მედალი მიიღო

წლების განმავლობაში მომხდარმა კონფლიქტებმა კამბოჯა მილიონობით ნაღმითა და ასაფეთქებელი ნაშთებით აავსო, რომლებიც ყოველწლიურად ათობით ადამიანს კლავს ან აზიანებს. ტერიტორიის ნაღმებისგან გასაწმენდად კამბოჯაში ადგილობრივებს ვირთხა მაგავა ეხმარებათ. არასამთავრობო ორგანიზაცია APOPO ვირთხებს ასაფეთქებელი ქიმიკატების სუნით აღმოჩენას ასწავლის. ვეტერინარების განმარტებით, მაგავას 30 წუთში შეუძლია ჩოგბურთის კორტის ზომის ტერიტორია ნაღმისგან გაასუფთავოს, რისთვისაც ადამიანს დახლოებით 4 დღე შეიძლება დასჭირდეს.

ვირთხამ სახელად მაგავა შვიდი წლის განმავლობაში 39 ნაღმი და 28 აფეთქებული ნაკეთობა აღმოაჩინა. გამოჩენილი გმირობისთვის იგი ბრიტანულმა ვეტერინარულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ (PDSA) ოქროს მედლით დააჯილდოვა.

“მაგავა არის გმირი ვირთხა. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ მისი სიცოცხლის გადარჩენის ერთგულებით” – განაცხადა PDSA– ს გენერალურმა დირექტორმა იან მაკლაგლინმა მედლის ვირტუალურ პრეზენტაციაზე.

წყარო: cnn.com

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin