5 დეკემბერი ნიადაგის მსოფლიო დღეა

5 დეკემბერს ნიადაგის მსოფლიო დღე აღინიშნება. 2019 წლის კამპანიის მთავარი სლოგანია: „შევამციროთ ნიადაგის ეროზია – გადავარჩინოთ მომავალი“.

დღეისათვის, მსოფლიოში ნიადაგების ერთი მესამედი დეგრადირებულია. ნიადაგის დაბინძურება მსოფლიო პრობლემაა, რომელიც მოსახლეობის მატებასთან ერთად იზრდება. ეს აისახება საკვებზე, რომელსაც მივირთმევთ, წყალზე, რომელსაც ვსვამთ და ჰაერზე, რომელსაც ვსუნთქავთ. დაბინძურების ძირითადი მიზეზი არამდგრადი სოფლის მეურნეობა, სამთო და სამრეწველო საქმიანობა და გადაუმუშავებელი ურბანული ნარჩენებია.

ნიადაგის მსოფლიო დღე, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, 2013 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანი ნიადაგის დაცვის მნიშვნელობაზე მოსახლეობის ინფორმირებაა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin