40 ათასამდე მცირემიწიან ფერმერს აგროქულები უკვე დაერიცხა

ცირემიწიანი ფერმერებისთვის აგროქულების დარიცხვა დაიწყო – სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აგროქულები 40 ათასამდე ფერმერს უკვე დაერიცხა, – ამის შესახებ “აგრო სიახლეებს” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს.

პროგრამით სარგებლობისთვის, ფერმერებმა დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაცია უნდა მიიღონ „ლიბერთი ბანკის“ ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით – https://myliberty.ge/?id=agro და შემდეგ მიმართონ ბანკის ნებისმიერ ფილიალს არსებული აგრობარათის გასააქტიურებლად ან ახალი ბარათის ასაღებად.

აგროქულების განაღდება, ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 180-ზე მეტ სპეციალიზებულ მაღაზიაშია შესაძლებელი; პროგრამის ბენეფიციარ ფერმერებს, ეტაპობრივად, 500-ზე მეტ სავაჭრო ობიექტი მოემსახურება.

აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ნოემბერი.

პროგრამაში მონაწილეობისა და დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ცხელი ხაზის (2 55 55 00) მეშვეობით.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ჩვენს ცხელ ხაზს – 1501 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა).

მთავრობის დათვლით, ამ დახმარების მიღებას დაახლოებით 300 ათასამდე ფერმერი შეძლებს.

პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 35 მილიონ ლარს.

რა შემთხვევაში მიიღებთ აგრობარათებს? გაიგეთ აქ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin