4 ოქტომბერი ცხოველთა დაცვის საერთასორისო დღეა

4 ოქტომბერი ცხოველთა დაცვის საერთასორისო დღეა. 1931 წელს ფლორენციაში, ამ დღეს, სხვადასხვა ქვეყნების ცხოველთა დაცვის საზოგადოებებმა განაცხადეს, რომ მზად არიან ყოველწლიურად აღნიშნონ ეს დღე და მოაწყონ სხვადასხვა ღონისძიებები, რომელიც მიმართული იქნება ადამიანებში ყოველი ცოცხალის მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდისკენ.საქართველოში ეს დღე პირველად 2009 წელს „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ მიერ აღინიშნა. 2011 წელს საქართველო ოფიციალურად დარეგისტრირდა იმ ქვეყანათა ნუსხაში, სადაც რეგულარურად აღინიშნება ეს დღე.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin