30-მდე ღვინის ქარხანამ პირველი ქართული მშრალი საფუარი გამოსცადა

საქართველოში მოქმედმა 30-მდე ღვინის ქარხანამ პირველი ქართული მშრალი საფუარი გამოსცადა. ესაა ერთუჯრედიანი მიკროორგანიზმები, რომლებიც ყურძნის კანზე ბინადრობს, სწრაფად მრავლდება ტკბილ ხსნარში, იწვევს დუღილს და ღვინის ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. საქართველოში ღვინის დასაყენებლად ევროპის ქვეყნებიდან, ძირითადად კი, საფრანგეთიდან შემოტანილ საფუარს იყენებენ. ღვინის პირველი ქართული მშრალი საფუარის სამეურნეო-ტექნიკურ მახასიათებლებზე პრეზენტაცია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, ადგილობრივ მეღვინეებთან შეხვედრაზე  გამართეს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin