28 თებერვალს ნადირობის სეზონი სრულდება

28 თებერვალს ნადირობის სეზონი სრულდება. შესაბამისად, 1-ლი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აკრძალულია.- ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. 

უწყებაში ამბობენ, რომ შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით გაამკაცრებენ.

დეპარტამენტის ცნობითვე, აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, პირს შესაბამისი საჯარიმო სანქციის გადახდა მოუწევს. ასევე, შესაძლებელია, რომ პირს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ჩამოერთვას.

„აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში პირს შესაბამისი საჯარიმო სანქციის გადახდა მოუწევს. რიგ შემთხვევებში, მოხდება მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია; ასევე, შესაძლებელია, პირს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ჩამოერთვას. ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა ემატება. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი განიხილება,“ – წერია დეპარტამენტის განცხადებაში.

დეპარტამენტის ინფორმაციით ნადირობის სეზონი 2021 წლის აგვისტოს თვეში გაიხსნება.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin