2050 წლისთვის სამხრეთ ევროპაში მარცვლეულის მოსავლიანობა განახევრდება – ევროპის გარემოს სააგენტო

კლიმატის ცვლილების გამო, 2050 წლისთვის სამხრეთ ევროპაში მარცვლეულის მოსავლიანობა განახევრდება, – ამის შესახებ ევროპის გარემოს სააგენტოს (EEA) ახალ ანგარიშში წერია. ევროპამ უნდა გარდაქმნას სოფლის მეურნეობის სექტორი – აღნიშნულია დოკუმენტში. ზაფხულის უჩვეულოდ ძლიერმა სიცხემ უკვე აზარალა ევროკავშირის ქვეყნების ფერმერთა დიდი ნაწილი. ევროპის გარემოს სააგენტოს ინფორმაციით, 30 წელიწადში, 50 პროცენტით შემცირდება სამხრეთ ევროპის ქვეყნებში ხორბლის, სიმინდისა და შაქრის ჭარხლის მოსავლიანობა.