Month: April 2022

ემიგრანტების რიცხვი 34.6 პროცენტით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 99 974 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 34.6 პროცენტით მეტია. იმიგრანტების რიცხოვნობა 17.8%-ით შემცირდა და 74 008 კაცი შეადგინა. 2020 წელს ქვეყანა 74 264-მა ადამიანმა დატოვა, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობამ 89 996 კაცი იყო. 2021 წელს, იმიგრანტების 53.4%-ს, ხოლო ემიგრანტების 80.4%-ს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ.

დაცულ ტერიტორიებზე 150 მილიონი ლარის კერძო ინვესტიცია ხორციელდება – ოთარ შამუგია

დაცულ ტერიტორიებზე 150 მილიონი ლარის კერძო ინვესტიცია ხორციელდება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ „მაესტრო რეგიონების” ეთერში  დაცული ტერიტორიების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მთავრობისთვის საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნებისა და ბუნების დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. მინისტრის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, დაახლოებით, 300 ათასი ჰექტრითაა გაზრდილი დაცული ტერიტორიების ფართობი და დღეს …

დაცულ ტერიტორიებზე 150 მილიონი ლარის კერძო ინვესტიცია ხორციელდება – ოთარ შამუგია Read More »

“ბორჯომმა” მუშაობა შეაჩერა

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების გამო, რუსეთში არსებული და მასთან დაკავშირებული ბიზნესმენები დასანქცირდა, მათ შორის ბორჯომის მინერალური წყალის ჩამომსხმელი ქარხნის მფლობელი, მიხაილ ფრიდმანი. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ კომპანია, “IDS ბორჯომი საქართველოს” ორივე ქარხანამ მუშაობა შეაჩერა. კომპანიაში არსებული პრობლემები და ოპერირების შეჩერების მიზეზები, „IDS ბორჯომი საქართველომ“ საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში ახსნა. ოპერირების გაჩერების მიზეზად პროდუქციის …

“ბორჯომმა” მუშაობა შეაჩერა Read More »

სოფლებში ჯამში 1 487.5 ადამიანი ცხოვრობს

საქსტატის განახლებული მონაცემებით, 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 688.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-13 960) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-25 966). საქართველოს მოსახლეობის 59.7 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. დედაქალაქის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს …

სოფლებში ჯამში 1 487.5 ადამიანი ცხოვრობს Read More »

რა წვლილი შეაქვს სოფლის მეურნეობას ეკონომიკაში

“სოფლის მეურნეობაა საქართველოში ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებს, თუმცა დოლვათის შექმნის მხრივ ვერ ლიდერობს,” – ასე აფასებს “აგრო სიახლეებთან” სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ქართული სოფლის მეურნეობის ადგილსა და როლს საქართველოს ეკონომიკაში. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ მხარდამჭერ ღონისძიებებს შორის სოფლის მეურნეობა და მშენებლობა ერთ-ერთი მთავარია, რომლის განვითარებაზეც საქართველოს მთავრობა ყველაზე მეტად ზრუნავს. სტატისტიკოსის განმარტებით,ესმ ორი სფერო სწორედ …

რა წვლილი შეაქვს სოფლის მეურნეობას ეკონომიკაში Read More »

წელს კახეთში 35 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სამელიორაციო პროექტები დაიწყება

. მიმდინარე წელს, კახეთის რეგიონში   35 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები  დაიწყება, შედეგად, დამატებით 6 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება, ხოლო წყლის მიწოდება 10 ათას ჰექტარზე გაუმჯობესდება.  ამის შესახებ კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ითქვა, რომელზეც შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის …

წელს კახეთში 35 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სამელიორაციო პროექტები დაიწყება Read More »

საქართველოში მისკანტუსის გამოცდა იწყება

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე მისკანტუსის საქართველოში გამოცდას იწყებს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ცენტრმა ჰოლანდიური კომპანიისგან „CIBA”, თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მისკანტუსის სარგავი მასალა საჩუქრად მიიღო. მისკანტუსის კულტურის მნიშვნელობის და საქართველოში გაშენების საკითხები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ …

საქართველოში მისკანტუსის გამოცდა იწყება Read More »

უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის გამოვლენის მიმართულებით ღონისძიებები გაატარეს. მიმდინარე წლის აპრილში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მდინარე რიონის კალაპოტის დათვალიერებისას, უმეთვალყურეოდ მიტოვებული 3 ერთეული ე.წ. ხოლიხი ბადე და სხვადასხვა ადგილას ჩაკიდებული 15-30 მმ ზომის ნემსკავებით აღჭურვილი 50 ერთეული ანკესი გამოავლინეს. ტყიბულის მუნიციპალიტეტში, საწირის ტბის ტერიტორიაზე …

უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოვლინდა Read More »

აგრო სიახლეები – 13 (სეზონი 12)

დ ერთი ძაღლის კერძო თავშესაფარში შესანახად თვიური ხარჯი 300-350 ლარია. გზებზე მოკლული ძაღლები, დასახიჩრებული, ნაწამები, მიუსაფარი და მშიერი ცხოველები დღეს ისევ მოუგვარებელი პრობლემაა, რომელიც თანაბრად აწუხებს, როგორც დედაქალაქს, ისე ყველა მუნიციპალიტეტს. პარლამენტი ახალ კანონპროექტს ამუშავებს. რატომ გახდა ახალი კანონის მიღება საჭირო და რამდენად ქმედითი იყო არსებული? – მიუსაფარი ძაღლების პრობლემა და მოხალისეების, სამოქალაქო, არასამთვრობო და …

აგრო სიახლეები – 13 (სეზონი 12) Read More »

👨‍👩‍👧‍👦🐨 ადამიანი თუ ცხოველი?

✅ ვის მიმართ უფრო აქვთ ემპათიის გრძნობა ადამიანებს, ცხოველების თუ ადამიანების მიმართ? ✅ პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კვლევის თანახმად ეს დამოკიდებულია დგას თუ არა ადამიანი არჩევანის წინაშე. ✅ უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორისა და ეთიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის დეილ კემერონის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ: 👉 თუ ადამიანი დგას არჩევანის წინაშე, ცხოველის მიმართ გამოიჩინოს თანაგრძნობა თუ ადამიანის, …

👨‍👩‍👧‍👦🐨 ადამიანი თუ ცხოველი? Read More »