Month: February 2022

აგრო სიახლეები – 5 (სეზონი – 12)

რუსთი უკრაინაში შეიჭრა. ომი დაწყებულია. როგორი იქნება მისი ეკონომიკური ფასი და რა გავლენა აქვს მას სასურსათო უსაფრთხოებაზე ? ნიადაგი გამომშრალია. წინ ფერმერებს ნალექიანი მარტი აქვთ, თუმცა მოსალოდნელია ყინვები, რაც მოსავალს საფრთხეს უქმნის. რა უნდა გაითვალიწინონ ფერმრებემა. სინოპტიკოსების გრძელვადიანი პროგნოზი “აგრო სიახლეებში.” უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად. მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ …

აგრო სიახლეები – 5 (სეზონი – 12) Read More »

რას მთხოვენ, რომ საკუთარ ხალხს დავუწესოთ სანქციები – რატომ არ უერთდება საქართველოს პრემიერი რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს

“მე მინდა, ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ ჩვენს მიერ წარმოებული გონივრული და ეროვნული, პატრიოტული პოლიტიკის შედეგად, რომელიც დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, მივაღწიეთ ყველაფერს,” – ევროპასთან ასოცირების შეთანხმებას, უვიზო რეჟიმს, თავისუფალ ვაჭრობას და სხვა უამრავ პროგრესს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, პარალელურად, საქართველოს მთავრობამ მიაღწია რუსეთის …

რას მთხოვენ, რომ საკუთარ ხალხს დავუწესოთ სანქციები – რატომ არ უერთდება საქართველოს პრემიერი რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს Read More »

რა გავლენა ექნება საქართველოზე რუსეთის SWIFT-დან ჩახსნას

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, აშშ და მოკავშირეებმა რუსეთი SWIFT-ის  სისტემიდან მისი ამოგდეს. ფინანსური ანალიტიკოსების განმარტებით, ეს დაახლოებით ისეთი მასშტაბის ფინანსური სანქციაა, როგორც შეიარაღებული კონფლიქტისას ბირთვული იარაღის გამოყენება და უპრეცედენტოა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკის, რუსეთის, წინააღმდეგ. ეკონომიკის ექსპერტი, თსუ-ს პროგნოზირებისა და კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, ვახტანგ ჭარაია, “აგროგარემო TV-ის” უხსნის, რომ რუსეთის “სვიფტიდან” ჩახსნით საქართველოც …

რა გავლენა ექნება საქართველოზე რუსეთის SWIFT-დან ჩახსნას Read More »

საიდან მოდის და სად მიდის “დენი”

საქართველოში ჰიდრორესურსების ათვისების პროცესი ათწლეულების მანძილზე ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. პროცესი საბჭოთა კავშირის დრო დაიწყო და მაშინ მოსახლეობის აზრი სკეპტიციზმისკენ იხრებოდა. ისტორიის ამ პერიოდში განახლებადი ენერგიის წყაროდ მხოლოდ ერთი, წყლის რესურსი არსებობდა და მხოლოდ ის განიხილებოდა. ბოლო ათწლეულებია განვითარებადი სამყარო წყლის რესურსთან ერთად აქტიურად იყენებს ქარის, მზის და ბიომასის რესურსებს. ევროსტატის მონაცემებით,  განახლებადი ენერგია ყველაზე სწრაფად …

საიდან მოდის და სად მიდის “დენი” Read More »

ქართული ღვინის ძირითადი გასაღების ბაზარი რუსეთია, ექსპორტი მზარდია უკრაინაშიც

ქართული ღვინის, ბრენდის, ჭაჭის და საბრენდო სპირტის ძირითადი გასაღების ბაზარი, გასული წლის მსგავსად, კვლავ რუსეთია. ღვინის ექსპორტის 61% სწორედ რუსეთზე მოდის. იანვარში უკრაინაში ღვინის ექსპორტი 93%-ით, 574 566 ბოთლამდე იყო გაზრდილი. ღვინის ქართველ ექსპორტიორებს უკვე შეექმნათ ლოგისტიკური პრობლემები. “თელავის ღვინის მარნის” დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები ქართული ღვინის ექსპორტზე ნეგატიურად აისახება.  მისი თქმით, რუსეთში ექსპორტთან …

ქართული ღვინის ძირითადი გასაღების ბაზარი რუსეთია, ექსპორტი მზარდია უკრაინაშიც Read More »

ოქრო გაძვირდა

ოქრო გაძვირდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ინვესტორებში რისკების შეგრძნება გააქტიურა და ოქროზე მოთხოვნა გაიზარდა. გაზრდილი მოთხოვნა, ბუნებრივია, ფასზეც აისახა და უნცია ოქროს ფასი, გასული წლის იანვართან შედარებით, 3.4%-ით 1 973 დოლარს აჭარბებს, რაც 2020 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი ნიშნულია.   მას შემდეგ რაც რუსეთი და მსოფლიო ერთმანეთს იარაღით ადა სანქციებით “ეჭიდება”, ინვესტორებში არასტაბილურობის გრძნობა გაიზარდა და …

ოქრო გაძვირდა Read More »

პური და მშვიდობა

რუსეთმა შეიძლება ხორბლის ექსპორტი აკრძალოს. ასეთი მოსაზრება აქვს ეკონომიკის ექსპერტ ნიკა შენგელიას. მისივე მტკიცებით, რუსეთის სავალუტო ბაზარზე კრიზისი უკვე დაიწყო. ,, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ დროის ამ მომენტისათვის რუბლი გაუფასურდა და ივაჭრება ისტორიულ მინიმუმზე 86 იან ნიშნულზე,ნავთობის ფასმა $100–ს გადააჭარბა. ხოლო უნცია ოქროს ფასი $1945–მდე გაიზარდა. ჩვენი პროგნოზით, ცვლილებები სავალუტო ბაზარზე მოსალოდნელი იყო  10 მარტამდე, თუმცა მიმდინარე პროცესებმა ამ კუთხით მოვლენები დააჩქარა. თუ კი ნავთობზე ეს …

პური და მშვიდობა Read More »

ხორბლის ფასმა, შესაძლოა, ტონაზე 400 დოლარს მიაღწიოს

მსოფლიოში ხორბლის გასაყიდმა ფასმა ერთ ტონაზე შესაძლოა, 400 დოლარამდე მოიმატოს, ხოლო სიმინდის ფასი ამავე ნიშნულს მიუახლოვდება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ უკრაინა და რუსეთი მსოფლიო ბაზრებისთვის პროდუქციის მიწოდებას ვერ შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ანალიტიკური ცენტრი СовЭкон-ი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ გლობალურ ბაზრებზე ბურღულეულის ფასის ზრდა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ხდება. ორგანიზაციის შეფასებით, უკრაინას მიმდინარე სეზონზე (2021 ივნისი-2022- …

ხორბლის ფასმა, შესაძლოა, ტონაზე 400 დოლარს მიაღწიოს Read More »

საქართველოში გამოკვლეულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 25 ათას ჰექტარი მიწა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიის მიერ, 2021 წელს, საქართველოში ნიადაგების საერთო მდგომარეობის შესწავლის მიზნით, ნიადაგი გამოკვლეულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 25 ათას ჰექტარ ფართობზე; აღებული და ლაბორატორიულ პირობებში შესწავლილია 130 ნიმუში. როგორც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში “აგროგარემო TV-ის” განუმარტეს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ნიადაგის საერთაშორისო თანამშრომლობის სამდივნოს (GSP) მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, …

საქართველოში გამოკვლეულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 25 ათას ჰექტარი მიწა Read More »