Month: January 2022

იძებნება მატარებელი

2021 წლის 4 დეკემბერს, ჩინეთის რესპუბლიკის განსუს პროვინციის ქალაქ უვეიდან საქართველოს მიმართულებით, პირველი რეგულარული სარკინიგზო-საკონტეინერო მატარებელი გამოვიდა. როგორც ჩინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო იუწყებოდა, მატარებელი 10-12 დღეში უნდა ჩამოსულიყო საქართველოში. ჩვენ ვცდილობთ გავარკვიოთ ჩამოვიდა თუ არა შემადგენლობა თბილისში, რადგან გამოსვლის შემდეგ ინფორმაცია აღარ გავრცელებულა. ველიით პასუხს, რომელსაც მიღებისთანავე შეგატყობინებთ.

გაუძვირდება თუ არა ფერმერს ხვნა-თესვის სამუშაოები

გლობალურ ბაზრებზე ძვირდება ნავთობი, რაც საწვავის ავტომატურ გაძვირებას განაპირობებს. ბოლო 1 თვეში პლატსზე ბენზინის ფასი 13%-ით ტონაზე $849-მდე, ხოლო დიზელზე 15%-ით ტონაზე $775-მდე გაიზარდა. საწვავის ფასის გაძვირება მრავალმხრივ პრობლემას ქმნის, განსაკუთრებით, საქართველოში, რომელიც იმპორტდამოკიდებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებული პროდუქტების უმეტესობა უცხო ქვეყნებიდანაა შემოტანილი და საწვავის (ტრანსპორტირების, ანუ ლოგისტიკის) გაძვირება პროდუქტის თვითღირებულებასაც ზრდის …

გაუძვირდება თუ არა ფერმერს ხვნა-თესვის სამუშაოები Read More »

18.9 ათასი ტონა თხილის ექსპორტით საქართველომ 86.7 მლნ. დოლარის შემოსავალი მიიღო

2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 30 იანვრის ჩათვლით საქართველოდან 18.9 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 86.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.  ამის შესახებ “აგროგარემო TV-ს” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს. უწყების მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 4.1 ათასი ტონით (28%), ხოლო ღირებულება 8.4 მლნ აშშ დოლარით (11%) …

18.9 ათასი ტონა თხილის ექსპორტით საქართველომ 86.7 მლნ. დოლარის შემოსავალი მიიღო Read More »

ხორბალი გაძვირდა

გლობალურ ბაზრებზე ხორბალი ძვირდება. ამჟამად 1 ტონა მარცვლეულის ფასი 300 დოლარზე მეტია, რაც ბოლო 2 თვის მაქსიმუმია. ხორბლის გაძვირების მიზეზად  რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება სახელდება და გაიაფების პროგნოზიც არ კეთდება. საქართველოსთვის როგორც ხორბლის, ასევე ფქვილის მთავარი საიმპორტო ბაზარი რუსეთია. ხორბლის იმპორტიორთა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს, ლევან სილაგავას, უჭირს წინასწარი პროგნოზი, რამდენით ელოდება ხორბლის გაძვირებას, თუმცა …

ხორბალი გაძვირდა Read More »

მთავრობას საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა მზად აქვს

“ძალიან ბევრი ახალი ინიციატივა იგეგმება 2022 წელს, იმისთვის, რომ  რეალურად შევძლოთ ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულების წახალისება და ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ უფრო მეტად შევძლოთ ჩვენი მოსახლეობის დასაქმება,” – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან ყურადღება გაამახვილა ე.წ. საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაზე და აღნიშნა, რომ პრეზენტაციას მომავალ …

მთავრობას საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა მზად აქვს Read More »

არასტანდარტული მანდარინი მთლიანი მოსავლის 16-17%-ია

სტატისტიკის თანახმად, წელს არასტანდარტული მანდარინი მთლიანი მოსავლის დაახლოებით 16-17%-ს შეადგენს. ამჟამად, საქართველოში წარმოებული მანდარინის მინიმუმ 50% ექსპორტზე გადის მეზობელ ქვეყნებში – ძირითადად, სომხეთში, რუსეთსა და აზერბაიჯანში. თუმცა, როგორც ვაჭრობის მონაცემები აჩვენებს, ექსპორტის რაოდენობა და ღირებულება ბოლო ორი წლის განმავლობაში საგრძნობლად შემცირდა, ექსპორტის ფასი კი გაიზარდა, სულ მცირე ნომინალურ მაჩვენებლებში.  აგროსპეციალისტების უმრავლესობა ამბობს, რომ სუბსიდირება მაშინაა …

არასტანდარტული მანდარინი მთლიანი მოსავლის 16-17%-ია Read More »

აგრო სიახლეები – 1 (სეზონი – 12)

პრობლემები სარკინიგზო გადაზიდვებში და მისი როლი რეგიონების ეკონომიკაში; ქართული დედაფუტკარი საზღვრებს გარეშე; ფლორისტების რჩევები. გვიყურეთ შაბათს 16-00  და 21-30 – გამეორება კვირას 18-00 აგროგარემო TV – გადაცემა “აგრო სიახლეები” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზე სილქ TV– 284 მაგთი TV – 57 ახალი TV – 276 Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო …

აგრო სიახლეები – 1 (სეზონი – 12) Read More »

მანიპულაცია: უკრაინაში მოსახლეობა ტყეში ბუნებრივი რესურსების შეგროვების გამო დაჯარიმდება

2021 წლის დეკემბერში თავის იუთუბარხზე სერგეი გულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს უკრაინაში მიიღეს ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც მოსახლეობა ტყეში სოკოს, კენკრის და სხვა ბუნებრივი რესურსების მოპოვებისთვის დაჯარიმდება. ინფორმაცია მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელში მანიპულაციურად მას შემდეგ გავრცელდა, რაც 2021 წლის დეკემბრის ბოლოს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ბუნებრივი რეზერვების უკანონო დაზიანებისთვის ჯარიმები გაზარდა.  სინამდვილეში, უკრაინის მთავრობას ბუნებრივი რესურსების სარგებლობის შესახებ …

მანიპულაცია: უკრაინაში მოსახლეობა ტყეში ბუნებრივი რესურსების შეგროვების გამო დაჯარიმდება Read More »

სასურსათო უსაფრთხოება იწყება ნიადაგით – სოფლის მეურნეობის მინისტრების მსოფლიო ფორუმი გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ბერლინის სოფლის მეურნეობის რიგით მე-14 ონლაინ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წლევანდელ მინისტერიალზე, მონაწილეებმა თემა „მიწის მდგრადი გამოყენება: სასურსათო უსაფრთხოება იწყება ნიადაგით“ განიხილეს. სოფლის მეურნეობის მინისტრების მსოფლიოში ყველაზე დიდ ფორუმს 70-მდე ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი და ათზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, …

სასურსათო უსაფრთხოება იწყება ნიადაგით – სოფლის მეურნეობის მინისტრების მსოფლიო ფორუმი გაიმართა Read More »

სოფლებში ვაქცინაციის კამპანიის ახალი ეტაპი დაიწყო

კოვიდ-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ სოფლებში ვაქცინაციის ახალი ეტაპი დაიწყო. უწყების წარმომადგენლები წყალტუბოს რაიონში,  სოფელ ფარცხანაყანევსა და მაღლაკში იმყოფებოდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას, ვაქცინაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.   კამპანიის ფარგლებში, 50 წლის  და უფროსი ასაკის მოქალაქეებს შესაძლებობა აქვთ აცრა, სოფლებში, სპეციალურად  მოწყობილ სივრცეებში გაიკეთონ. მათ მეთვალყურეობას ჯანდაცვის დარგის სპეციალისტები …

სოფლებში ვაქცინაციის კამპანიის ახალი ეტაპი დაიწყო Read More »