Month: September 2021

ეს არის ცუდი სიგნალი – კობახიძე ENKA-სთან ხელშეკრულების შეწყვეტაზე

“ეს არის სამწუხარო გადაწყვეტილება” – ასე აფასებს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ENKA-ს მიერ საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების გაწყვეტას.  „ეს ყველა შემთხვევაში იყო კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მთლიანობაში თქვენ იცით, რომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა არის მთავარი პრიორიტეტი, როგორც პოლიტიკური, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. აქედან გამომდინარე, ეს არის ცუდი სიგნალი, რა თქმა უნდა, შემდგომი ინვესტიციებისთვის, თუმცა, საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, …

ეს არის ცუდი სიგნალი – კობახიძე ENKA-სთან ხელშეკრულების შეწყვეტაზე Read More »

კომპანია  ENKA  სავარაუდოდ საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს 

ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია BMG-ENKA Renewables-ი სავარაუდოდ საქართველოს სახელმწიფოსთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს.  საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პასუხს არ გვეუბნებიან ეკონომიკის სამინისტროში, უწყების განმარტებით, დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდიან. თავად რიონის ხეობის მცველები კი ფიქრობენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება.  ” ჩვენც ახლახან გავიგეთ, ვფიქრობ, რომ სიმართლეა ესე გვგგონია, დაზუსტებით არ ვიცით, ვიცოდით რომ არბიტრაჟისთვის ემზადებოდა ენკა” – ამბობს ჩვენთან საუბრისას …

კომპანია  ENKA  სავარაუდოდ საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს  Read More »

ზვიად ციკოლია წარმოებას შვეიცარიიდან საქართველოში გადმოიტანს

ცნობილი ქართველი სამრეწველო დიზაინერი ზვიად ციკოლია წარმოებას შვეიცარიიდან საქართველოში გადმოიტანს, როგორც მან განაცხადა, თავდაპირველად 70-80 ადამიანს დაასაქმებს. “ამ მიმართულებით არ გავჩერებულვართ და ვმუშაობთ. საორიენტაციოდ  ვადად შემიძლია დავასახელო 2022 წლის ზაფხული” – აცხადებს ცნობილი დიზაინერი. ასევე ამბობს, რომ წარმოების გადმოტანას პირადი ფინანსებით გეგმავს და სხვა ინვესტორები მასში მონაწილეობას არ მიიღებენ.

ჩინეთთან ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი გაიზარდა- საქსტატი

2020 წელს იანვარ-ივლისში ჩინეთთან ექსპორტ-იმპოტრის მაჩავენებელი გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, ამავე პერიოდში საქართველომ ჩინეთის მიმართულებით 249.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიტანა, 2021 წლის იანვარ-ივლისში კი, 370,5 მლნ აშშ დოლარის. ასევე, 2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, საქართველომ ჩინეთისგან 379.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია შეიძინა, 2021 წლის იმავე პერიოდში კი – 459,4 მლნ აშშ დოლარის.

საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა(არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 22.2 პროცენტით გაიზარდა.

2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 678.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22.2 პროცენტით მეტია. “Საქსტატის” ინფორმაციით,  აქედან, ექსპორტი 2 605.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (25.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 6 072.9 მლნ. აშშ დოლარი (20.7 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-აგვისტოში …

საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა(არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 22.2 პროცენტით გაიზარდა. Read More »

2021 წლის მე-2 კვარტალი – ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა

საქსტატის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მე-2 კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 231.4 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1 415.3 ათასი ვიზიტი. გასულ წელის მეორე კვარტალთან შედარებით ვიზიტორთა რაოდენობა 2-ჯერ გაიზარდა. 2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების …

2021 წლის მე-2 კვარტალი – ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა Read More »