ზემო თელეთში ტყის საფარი იწვის 

ქვემო ქართლში, სოფელ ზემო თელეთში, ტყის საფარი იწვის. აგროგარემო TV-ის ინფორმაციას უდასტურებენ  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც. როგორც უწყებაში გვეუბნებიან,  ცეცხლი ტყის ქვედა საფარს მოედო. სხვა დეტალები, ჯერჯერობით უცნობია, დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.  განახლება: 17:29 ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.