Month: April 2021

ენგურჰესის 3-თვიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა 

საქართველოს უმსხვილესი ელექტროსადგური “ენგურჰესი” 3-თვიანი რეაბილიტაციის შემდეგ კვლავ ჩაირთო – ამის შესახებ ინფორმაციას ჰიდროელექტროსადგურის ადმინისტრაცია ავრცელებს. 2021 წლის 20 იანვარს, სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის მიზნით, ენგურჰესი გაჩერდა. რეაბილიტაციის პერიოდში აფხაზეთის მომარაგება რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის მხრიდან ხორციელდებოდა.  საქართველოს ენერგომომარაგებაში „ენგურჰესის“ წილი 35%-ზე მეტს შეადგენს. IDFI-ის ინფორმაციით, ელ. ენერგიის დეფიციტის დასაბალანსებლად ქვეყანას 2020 წელს 59 მლნ. აშშ დოლარის წმინდა იმპორტი …

ენგურჰესის 3-თვიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა  Read More »

პომიდვრის მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლა მაისის პირველ დეკადაში

პომიდორი ერთწლიანი, ბალახოვანი მცენარეა ძაღლყურძენასებრთა ოჯახიდან. იგი მსოფლიოში სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის რეგიონებიდან გავრცელდა. დღეისათვის იგი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია გავრცელებული.  პომიდვრის ღია გრუნტში გადარგვის შემდეგ: გადარგვიდან 3 დღეში მიზანშეწონილია წამლობა ფესვის და ღეროს სიდამპლეების წინააღმდეგ: პრევიკურ ენერჯი (პროპამოკარბი ჰიდროქლორიდ +ალუმინის ფოსეთილი) – 2,0 – 4,0 ლ /ჰა, ან აპრონი XL (მეფენოქსამი) – 2,0 – …

პომიდვრის მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლა მაისის პირველ დეკადაში Read More »

კანადაში თახვებმა ინტერნეტის კაბელები გადაღღრნეს- ინტერნეტმომსახურება 900-მდე აბონენტს შეეზღუდა

კანადის ერთ-ერთ ქალაქში 36 საათის განმავლობაში მოსახლეობის უმრავლესობა ინტერნეტის გარეშე დარჩა – ამის მიზეზი კი ის იყო, რომ თახვებ​ს, შემთხვევით, თავიანთი ჯებირის ასაშენებლად მასალების ძიებისას ინტერნეტის კაბელებიც შემოეჭამათ.  ადგილობრივი ინტერნეტპროვაიდერი კომპანიის განმარტებით, ინტერნეტის გათიშვის შესახებ უამრავი შეტყობინება მიიღეს. კომპანიამ პრობლემის მოსაგვარებლად ადგილზე სამუშაო ჯგუფიც გაგზავნა, მათი განმარტებით, თახვებმა 11 სანტიმეტრიანი დამცავი შრის მქონე სადენები რამდენიმე ადგილას გადაღრღნეს. “ქალაქის 900-მდე …

კანადაში თახვებმა ინტერნეტის კაბელები გადაღღრნეს- ინტერნეტმომსახურება 900-მდე აბონენტს შეეზღუდა Read More »

რუსთავში საწარმო აზოტის თანამშრომლები გაიფიცნენ – მთავარი მოთხოვნა ხელფასების მომატებაა

რუსთავში, საწარმო “აზოტის” თანამშრომლები ქარხნის ტერიტორიაზე აქციას მართავენ და ხელფასების მომატებას და ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ.  როგორც აქციის მონაწილეები “ინფო რუსთავთან” აღნიშნავენ, ეკონომიკის მინისტრი 2019 წლის 31 ოქტომბერს საწარმოში სტუმრობისას თანამშრომლებს ხელფასის 20 მომატებას დაჰპირდა, რაც აქციის მონაწილეების თქმით არ შესრულებულა.  აქციის მიმდინარეობისას თანამშრომლებთან გამოვიდა საწარმოს ერთ-ერთი წარმომადგენელი, მისი თქმით, ხელმძღვანელობა მზადა აქციის 30-მდე თანამშრომელს შეხვდეს, რის საპასუხოდაც აქციის მონაწილეები …

რუსთავში საწარმო აზოტის თანამშრომლები გაიფიცნენ – მთავარი მოთხოვნა ხელფასების მომატებაა Read More »

სანერგე მასალის სერტიფიცირება – ვის შეეხება ახალი კანონი?

საქართველოში, 2024 წლიდან, სანერგე მეურნეობებისთვის სავალდებულო გახდება საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება, რათა მათი წარმოებული პროდუქცია ბაზარზე გაიყიდოს.  ახალი კანონი, მცენარეთა სიჯანსაღისადმი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად ნერგების ბაზარზე გატანასთან დაკავშირებულ საკითხებს დაარეგულირებს. საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულო იქნება ყველა სანერგე მეურნეობისთვის, განურჩევლად სიდიდისა და წარმოებული ნერგების რაოდენობისა. ამის პარალელურად, სანერგე მეურნეობებს საშუალება ექნებათ გაიარონ სერთიფიცირება როგორც სარგავი, ისე გასამრავლებელი მასალებისთვის, …

სანერგე მასალის სერტიფიცირება – ვის შეეხება ახალი კანონი? Read More »

აგრო სიახლეები – 13 (S-10)

შეცვლილი რეგლამენტი ფრინველის გაყინული ხორცის იმპორტირებისას;  თბილისის განვითარების პერსპექტივები მისი გეოლოგიური და სეისმოლოგიური საფრთხეების გათვალისწინებით; გუდის ყველი, ტენილი, დამბალხაჭო – როგორ ვაწარმოოთ ტრადიციული პროდუქტები სურსათის უვნებლობის ნორმების გათვალისწინებით; მდინარე ალგეთი ნაკადული კალმახის 50 000 ლარვით დათევზიანდა; 

მარტივი გზა, როგორ დავეხმაროთ ჩიტებს ბუდის აშენებაში 

ველური ბუნების ნაციონალური ფედერაცია (NWF) ოთხფეხა მეგობრის პატრონებს ურჩევს, ცხოველების ვარცხნისას შეგროვებული ბეწვი ფრინველებისთვის მისაწვდომ ადგილებში დატოვონ. ფრინველები მას ბუდეების საშენ მასალად იყენებენ. შინაური ცხოველების ბეწვი ჩიტებისთვის ბუდის ასაშენებლად მშვენიერი მასალაა. მაგალითად, ძაღლების ბეწვი ძალიან თბილია და მალე შრება. როგორც Mother Nature Network პორტალზე წერენ, ცხოველების ბეწვი იდეალური მასალაა, რადგან ძალიან გამძლეა, კარგად ათბობს და ნესტისგან იცავს …

მარტივი გზა, როგორ დავეხმაროთ ჩიტებს ბუდის აშენებაში  Read More »

მეწყერი მესტიაში – გარესამყაროს 12 ოჯახი მოწყდა

მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემში, მეწყერი ჩამოწოლის შედეგად 12 ოჯახი გარესამყაროს მოწყდა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, გეოლოგების ჩასვლას ადგილზე დღის ბოლომდე ელოდებიან.  „ადგილზე ყველა კარგადაა, ამ ეტაპისთვის ნორმალურად მიდის ყველაფერი. შუადღისთვის ჩამოვლენ გეოლოგები. ამის მერე დაიგეგმება კაპიტალური ღონისძიებები“. – ამბობს მერი ჟურნალისტებთან საუბრისას.  ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებიც. უწყების ინფორმაციით, სოფელ ჟაბეში მძიმე ტექნიკის მიერ ღელეს …

მეწყერი მესტიაში – გარესამყაროს 12 ოჯახი მოწყდა Read More »

როგორ “გვებლეფავება მთავრობა”

მთავრობის დღევანდელ 500 მილიონიან ინიციატივაში ,,ახალი არც თანხაა და არც შინაარსი”, ძველია ცენტრალური მთავრობის მიერ მუნიციპალიტეტებისთვის ფუნქციის ჩამორთმევაც. მუნიციპალიტეტების ურბანული განახლება, კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტებისა და ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაცია, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა – ამ და სხვა პროექტების განხორციელებას 63 მუნიციპალიტეტში 500 მილიონიანი პროექტით, ნაცვლად ადგილობრივი თვითმმართველობისა, ცენტრალური ხელისუფლება თავად გეგმავს.  ქვეყნის მასშტაბური განახლებისა და …

როგორ “გვებლეფავება მთავრობა” Read More »

ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა დასრულდა – თანამშრომლების ხელფასი 250 ლარით გაიზარდა

ჭიათურაში გაფიცული 3000-ზე მეტი თანამშრომელი სამუშაოს დაუბრუნდა. პროფკავშირების წარმომადგენლის განმარტებით, სამუშაოები ყველა ობიექტზე კვირიდან აღდგა.  გაფიცული მაღაროელები სამუშაოს მას შემდეგ დაუბრუნდნენ, რაც კომპანია მათთვის ხელფასების 250 ლარით[დააახლოებით 25%-ით] გაზრდას დათანხმდა, თუმცა მაღაროელების თავდაპირველი მოთხოვნა ხელფასების 50%-იანი ზრდა იყო.  “გუშინდელი საღამოდან აღდგენილია ყველ ობიექტზე მუშაობა. დარიცხული 250ლარი დაემატება ყველა თანამშრომელს ხელფასზე. დანარჩენს საკითხებთან დაკავშირებით რაც შეეხება …

ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა დასრულდა – თანამშრომლების ხელფასი 250 ლარით გაიზარდა Read More »