2021 წლის მე-2 კვარტალი – ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა

საქსტატის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მე-2 კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 231.4 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1 415.3 ათასი ვიზიტი.

გასულ წელის მეორე კვარტალთან შედარებით ვიზიტორთა რაოდენობა 2-ჯერ გაიზარდა. 2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 654.5 ათასი განისაზღვრა, რაც 112.3 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

2021 წლის მეორე კვარტალში ვიზიტორების 38.3 პროცენტი 31-50 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთნებოდა.

მონაცემების მიხედვით, ვიზიტორთა 44.1 პროცენტი ქ.თბილისის მაცხოვრებელია, 11.6 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 11.2 პროცენტი ქვემო ქართლის რეგიონზე.

2021 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯი 203.4 მილიონი ლარით განისაზღვრა. აღნიშნული მაჩვენებელი 128.1 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin