2021 წლის განმავლობაში საქართველოში 137.19 ტონა, 522.23 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ნიგოზი (ნაჭუჭგაცლილი კაკალი) შემოვიდა

2021 წლის განმავლობაში საქართველოში 137.19 ტონა, 522.23 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ნიგოზი (ნაჭუჭგაცლილი კაკალი) შემოვიდა. 2020 წლის პირველ 7 თვეში კი 826.61 ათასი დოლარის ღირებულების 204.58 ტონა კაკალი.

წელს ქვეყნიდან გავიდა 409.53 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 49.09 ტონა ნიგოზი, 2020 წელს კი 49.55 ტონა, 331.9 ათასი დოლარის ღირებულების.

ძირითადი ქვეყნები, სადაც საქართველო ხმელ ნაჭუჭგაცლილ კაკალს ყიდის, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

არაბთა გაერთიანებული საამირო – 332.6 ათასი აშშ დოლარი

სომხეთი – 68 ათასი აშშ დოლარი

ფინეთი – 7 ათასი აშშ დოლარი

ქვეყნები,სადაც საქართველომ მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში პროდუქტი იყიდა:

უკრაინა – 254.13 ათასი აშშ დოლარი

ყირგიზეთი – 197.81 ათასი აშშ დოლარი

არაბთა გაერთიანებული საამირო – 59.71 ათასი აშშ დოლარიჩინეთი – 10.13 ათასი აშშ დოლარი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin