Month: November 2020

პური არ გაძვირდება – ლევან დავითაშვილი

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირების შესახებ იმგვარად, რომ პურზე ფასი არ გაიზარდოს – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გააკეთა განცხადება. ლევან დავითაშვილის განმარტებით, 50-კილოგრამიანი პირველი ხარისხის ხორბლის ერთი ტომარა ფქვილის ფიქსირებული ფასი 53 ლარით განისაზღვრა და ეს არის პირობა წისქვილებისთვის. „მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება” – აღნიშნავს …

პური არ გაძვირდება – ლევან დავითაშვილი Read More »

როგორია ქარიშხლების გავლენა ლათინური ამერიკის ქვეყნებზე

კოვიდ 19-სა და კლიმატის ცვლილებების ფონზე ლათინურ ამერიკაში ქარიშხლებს ჩვეულებრივზე უფრო მძიმე გავლენა აქვს. ამის შესახებ CNN წერს. ძლიერი წვიმების გამო ადიდებული მდინარეები, განადგურებული მარცვლეული კულტურები და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, დატბორილი სკოლები, გადაკეტილი გზები –  ამ თვეში მეოთხე კატეგორიის ორი ქარიშხლის შემდეგ, ცენტრალური ამერიკის ქვეყნები (ნიკარაგუა, ჰონდურასი და გვატემალა) რთული რეალობის წინაშე აღმოჩნდა. ”კოვიდ 19-ის …

როგორია ქარიშხლების გავლენა ლათინური ამერიკის ქვეყნებზე Read More »

აგრო სიახლეები – 12 (მეცხრე სეზონი)

საკვების დამზადებიდან ფერმის აუდიტამდე – ინვეტ ჯგუფის სერვისი მეფრინველეობის ფერმერებისთვის; კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და პანდემია – მელიორა 2020 განაცხადების მიღებას იწყებს.

144 კოვიდინფიცირებული – ტყიბულში შახტების მუშაობა შეჩერდა

ტყიბულის შახტებში მუშაობა 2 კვირით შეჩერდა, კორონავირუსი 144 თანამშრომელს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქნახშირი“ ავრცელებს.  მათი თქმით, 13 ნოემბერს PCR ტესტირება ჩაუტარდა კომპანიის 1170-ივე თანამშრომელს, ამ დროისთვის ცნობილია 1114-ის პასუხი და მათგან კოვიდდადებითია 144. თანამშრომლების ძირითადი ნაწილი გადასულია თვითიზოლაციაში. „შეიქმნება სპეციალური ქოლცენტრი, რომელიც ინფიცირებულებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს განახორციელებს“ – ნათქვამია განცხადებაში. …

144 კოვიდინფიცირებული – ტყიბულში შახტების მუშაობა შეჩერდა Read More »

ბათუმის ნავთობტერმინალში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ბათუმის ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე საწვავით დატვირთულ ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა. ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია. 112-ში შესული ინფორმაციით, ადგილზე აფეთქება მოხდა, თუმცა, მეხანძრე-მაშველები ამ ფაქტს არ ადასტურებენ. ცეცხლის გაჩენის მიზეზებზე განცხადებაში საუბარი არ არის. ადგილზე შესაბამისი სამსახურები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. წყარო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა – ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.  მათი თქმით, ლევან დავითაშვილი თავს კარგად გრძნობს, სახლში იმყოფება და მუშაობას დისტანციურად აგრძელებს, მასთან კონტაქტის მქონე პირები კი თვითიზოლაციაში გადავიდნენ. ნოემბერში კორონავირუსი დაუდასტურდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს (გიორგი გახარია უკვე გამოჯანმრთელდა), ეკონომიკის მინისტრსა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს. 

აგრო სიახლეები – 10 (მეცხრე სეზონი)

როგორ აისახება პროდუქტებზე ფასის ზრდა შემცირებულ მსყიდველუნარიანობაზე; ვეტერინარული სერვისი, აუდიტის მომსახურება, ცხოველებისა და ფრინველების საკვები – ინვეტ ჯგუფი კორონა ვირუსის ეპიდემიის ფონზე აქტიურ მუშაობას აგრძელებს; ქალაქგეგმარბების საკითხები პანდემიის პირობებში – რა მნიშვნელობა აქვს სწორად დაგეგმილ ქალაქს, გამართულ სატრანსპორტო სისტემებსა და ნაკლებ გამონაბოლქვს ჩვენი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის.