Day: October 2, 2020

ხელვაჩაურში სტიქიის შედეგად დაკარგული ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს

მეხანძრე-მაშველებმა აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მეწყერში მოყოლილი ავტომობილი და ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მდინარეში მსუბუქი ავტომანქანის მძღოლს ეძებენ. მეწყერში მოყოლილი ავტომობილი, რომელიც მაშველებმა მდინარე სატეხიადან ამოიტანეს, ცარიელი აღმოჩნდა.   სტიქია ხელვაჩაურში გუშინ მოხდა. მეტი ინფორმაცია ნახეთ აქ.

ხელვაჩაურში მეწყერი ჩამოწვა – მოქალაქეებს ეძებენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, ხელვაჩაურში მეწყერი ჩამოწვა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სოფელ ჯოჭოში მეწყერმა საცხოვრებელი სახლი მოიყოლა, სტიქიის დროს სახლში ოჯახის 3 წევრი იმყოფებოდა, მეწყერმა მოიყოლა ავტომობილიც, რომელშიც 2 მოქალაქე იმყოფებოდა. მდინარე მეჯინისწყლის ადიდების შედეგად, სოფელ ზანაქიძეებში გადასასვლელ ხიდთან ავტომობილით წყალში გადავარდა მოქალაქე – წერს მუნიციპალიტეტი. მათ ამ დრომდე ეძებენ. …

ხელვაჩაურში მეწყერი ჩამოწვა – მოქალაქეებს ეძებენ Read More »