Month: September 2020

Tesco ვეგანური ხორცის გაყიდვების 300%-იან ზრდას ელის

2025 წლისთვის სუპერმარკეტების ქსელი Tesco ხორცის ალტერნატიული ცილის გაყიდვების ოთხჯერ ზრდას ვარაუდობს. მას 2018 წელთან შედარებით 300%-იანი ზრდა სურს. სუპერმარკეტის მიზანია უფრო მეტი მცენარეული ძეხვისა და ბურგერის გაყიდვა. Tesco-ს თქმით, ხორცისა და რძის პროდუქტების წარმოებამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ბრაზილიის ამაზონისა და სერადოს რეგიონებზე, რომლებიც კლიმატის ცვლილების მთავარ ხელის შემწყობად ითვლება. სუპერმარკეტს უნდა, რომ ვეგანური პროდუქტები …

Tesco ვეგანური ხორცის გაყიდვების 300%-იან ზრდას ელის Read More »

სახეობები, რომლებიც ტყვეობაში გამრავლებით გადარჩნენ

რას ნიშნავს ტყვეობაში ცხოველების გამრავლება? მსოფლიოში ინტენსიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სახეობის აღდგენა ზოოპარკებსა და სხვა ობიექტებში, სადაც ცხოველები და ფრინველები ტყვეობაში იმყოფებიან. ამ ხერხით გამრავლებამ ბევრი სახეობა გადაშენებას გადაარჩინა. ოქროს ლომი ბრაზილიაში ტყეების გაჩეხვისა და ცხოველებით ვაჭრობის გამო გადაშენების პირას იყო, მაგრამ ამ ცხოველის გამრავლებას თითქმის 150 ზოოპარკი შეეცადა და ველურ ბუნებაში 3000-ზე მეტი ინდივიდი აღადგინა. …

სახეობები, რომლებიც ტყვეობაში გამრავლებით გადარჩნენ Read More »

ინგლისის ზოოპარკში ხუთი თუთიყუში გინებისთვის “დასაჯეს”

ინგლისში, ლინკოლშირის საგრაფოს ზოოპარკში ხუთი თუთიყუში “დასაჯეს”. მიზეზი ისაა, რომ ისინი მეტისმეტად ბევრს იგინებოდნენ. აფრიკული ნაცრისფერი თუთიყუშები – სახელად ერიკი, ჯეიდი, ელსი, ტაისონი და ბილი – ერთ გალიაში იყვნენ მოთავსებული, თუმცა უცენზურო გამონათქვამების გამო ზოოპარკის ადმინისტრაციას მათი განცალკევება მოუწია. როგორც ზოოპაარკის წარმომადგენელი ფრინველების “დასჯის” მიზეზზე საუბრისას, ამბობს თუთუყუშების გინება უცხო არავისთვისაა, თუმცა ზოოპარკის პატარა ვიზიტორების …

ინგლისის ზოოპარკში ხუთი თუთიყუში გინებისთვის “დასაჯეს” Read More »

აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5.3%-ით შემცირდა – საქსტატის წინასწარი შეფასება

2020 წლის აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5.3%-ით შემცირდა, ამასთან, 2020 წლის პირველ რვა თვეში ეკონომიკური ვარდნა 5.6% იყო – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური წინასწარი შეფასების ანგარიშს აქვეყნებს. ბოლო რამდენიმე თვეა კლების ტენდენცია თითქმის ყველა სექტორში ვლინდება. 2020 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა მხოლოდ სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორში დაფიქსირდა. “განსაკუთრებით, აღსანიშნავია, დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა, მშენებლობის, …

აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5.3%-ით შემცირდა – საქსტატის წინასწარი შეფასება Read More »

როგორია მდგრადი ქალაქი, რომელსაც ქმნიან მოქალაქეები – მოქალაქეებისთვის?

Covid 19-ის პანდემიამ ქალაქებსა და მუნიციპალურ სამსახურებს ახალი გამოწვევები შეუქმნა – CEE Bankwatch Network მდგრად ინკლუზიურ ქალაქებთან დაკავშირებით ინფოგრაფიკას აქვეყნებს. CEE Bankwatch Network 16 ქვეყანას აერთიანებს, მათ შორისაა საქართველოც. ორგანიზაციამ პანდემიის დროს ქალაქის დაგეგმარების საკითხები შეისწავლა და ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოაქვეყნა.  ხელახლა უნდა დაიგეგმოს გადაადგილების მარშრუტები, წყლის მომარაგება, სანიტარული და სხვა სერვისები, მაგალითად, ფიზიკური დისტანციის …

როგორია მდგრადი ქალაქი, რომელსაც ქმნიან მოქალაქეები – მოქალაქეებისთვის? Read More »

მარსზე შეიძლება უფრო მეტი წყლის რეზერვუარი იყოს, ვიდრე აქამდე გვეგონა

2 წლის წინ მარსზე ტბა აღმოაჩინეს. ახალი კვლევა კი აჩვენებს, რომ, შესაძლოა, იგი პლანეტაზე ერთადერთი არ იყოს. მარსის სამხრეთ პოლუსზე, შეიძლება, წყლის ოთხი მიწისქვეშა აუზი მდებარეობდეს, რაც გვაჩვენებს, რომ მარსზე იმაზე მეტი წყალია, ვიდრე ეს აქამდე გვეგონა. 2018 წელს იტალიელმა მეცნიერებმა ევროპული კოსმოსური სააგენტოს მიერ მოპოვებული რადარის მონაცემებით, 1.5 კილომეტრის სიღრმეზე ტბა იპოვეს. სამხრეთ პოლუსთან …

მარსზე შეიძლება უფრო მეტი წყლის რეზერვუარი იყოს, ვიდრე აქამდე გვეგონა Read More »

როგორია ბამბუკის აგროტექნიკა? – აგრო რჩევები

ბამბუკს ფართო და მრავალმხრივი გამოყენება აქვს დეკორაციული სახლების, ჯიხურების, სასადილო ოთახების და ტალავერების მოსაწყობად, მსუბუქი და გამძლე კიბეების გასაკეთებლად, კალათებისა და გოდრების დასაწნავად, საანკესო და სასპორტო ჯოხების დასამზადებლად, მევენახეობასა და მებოსტნეობაში კი საუკეთესო საყრდენია. ბამბუკის გასაშენებლად ვარგისია, როგორც დაბლობი განსაკუთრებით მდინარეებისა და ღელის პირა ნაფენები, ასევე ბორცვიან გორაკოვანი ადგილები, ხევები და ტენიანი ხეობები. ბამბუკი კარგად …

როგორია ბამბუკის აგროტექნიკა? – აგრო რჩევები Read More »

28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა ქვეყნის მასშტაბით შინაური ბინადარი ცხოველების – ძაღლებისა და კატების უფასო ვაქცინაცია ჩაატარეს. 28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. იგი ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივით 2007 წელს დაარსდა და ყოველწლიურად 28 სექტემბერს აღინიშნება (28 სექტემბერი ცნობილი მიკრობიოლოგის, ცოფის ვაქცინის შემქმნელის  ლუი პასტერის გარდაცვალების დღეა). მისი მიზანია ცხოველებში ცოფით დაავადების შემთხვევების მინიმუმამდე შემცირება …

28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა Read More »

კამბოჯაში ნაღმებზე მონადირე ვირთხამ ოქროს მედალი მიიღო

წლების განმავლობაში მომხდარმა კონფლიქტებმა კამბოჯა მილიონობით ნაღმითა და ასაფეთქებელი ნაშთებით აავსო, რომლებიც ყოველწლიურად ათობით ადამიანს კლავს ან აზიანებს. ტერიტორიის ნაღმებისგან გასაწმენდად კამბოჯაში ადგილობრივებს ვირთხა მაგავა ეხმარებათ. არასამთავრობო ორგანიზაცია APOPO ვირთხებს ასაფეთქებელი ქიმიკატების სუნით აღმოჩენას ასწავლის. ვეტერინარების განმარტებით, მაგავას 30 წუთში შეუძლია ჩოგბურთის კორტის ზომის ტერიტორია ნაღმისგან გაასუფთავოს, რისთვისაც ადამიანს დახლოებით 4 დღე შეიძლება დასჭირდეს. ვირთხამ …

კამბოჯაში ნაღმებზე მონადირე ვირთხამ ოქროს მედალი მიიღო Read More »