Month: August 2020

საქართველოდან 1,334 ტონა თხილია ექსპორტირებული

მიმდინარე წლის 30 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოდან 1,334 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც თითქმის ორჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 2019 წლის ამავე პერიოდში, ექსპორტირებული იყო 693 ტონა თხილი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყება ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც თხილის ექსპორტი ხორციელდება. ევროკავშირის ბაზრიდან ესენია: გერმანიაში (350 ტონა), იტალიაში (289 ტონა), …

საქართველოდან 1,334 ტონა თხილია ექსპორტირებული Read More »

31 აგვისტოს მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, 1 200 ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

31 აგვისტოს მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, გადამუშავებულია 1 170,31 ტონა, ძირითადად საადრეო, სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. მისი ჯამური ღირებულება კი 1 151 099 ლარით განისაზღვრა. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო წერს. ყურძნის ჯიშებია: რქაწითელი – 619,58 ტონა (519 209 ლარი); კახური მწვანე – 46,27 ტონა (58 101 ლარი); საფერავი – 20,62 ტონა (35 054 ლარი); ალექსანდროულ-მუჯურეთული …

31 აგვისტოს მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, 1 200 ტონამდე ყურძენია გადამუშავებული Read More »

როგორ მუშაობს Neuralink ტვინის იმპლანტი ღორებში – მასკის კონფერენცია

Neuralink-ის კომპანიას სურს შექმნას მოწყობილობა, რომელიც ადამიანის ტვინსა და კომპიუტერს ერთმანეთთან დააკავშირებს. ილონ მასკის ლაივ ღონისძიებაზე, შოუს ვარსკვლავი ღორი სახელად გერტრუდა იყო. მისი დახმარებით, მასკმა საზოგადოებას უახლოესი ტექნოლოგია – ახალი სახის იმპლანტირებადი ჩიპის სამუშაო ვერსია წარუდგინა. პირდაპირ ეთერში გამართულ ღონისძიებაზე მასკმა აჩვენა სამი ღორი: ერთი, რომელსაც არ ჰქონდა იმპლანტი Neuralink; ერთი, რომელსაც წარსულში ჰქონდა და …

როგორ მუშაობს Neuralink ტვინის იმპლანტი ღორებში – მასკის კონფერენცია Read More »

თევზი, რომელიც აუქციონზე რეკორდულ თანხად, თითქმის 2 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა

“ცოცხალი სამკაულები”- ასე ჰქვია თევზს, რომელიც სელექციონერების ყურადღებას თავისი ნათელი ფერებითა და პრიალა კანით იქცევს. გასულ წელს, ამ სახეობის თევზი აუქციონზე რეკორდულ თანხად – თითქმის 2 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. კობრი ან „koi fish“ თავდაპირველად საკვებად გამოიყენებოდა, თუმცა დროთა განმავლობაში სელექციონერთა მიმზიდველ სახეობად იქცა. დღესდღეობით მისი 70-მდე განსხვავებული ნაირსახეობაა ცნობილი. კენატრო საკაი ჰიროსიმადან ერთერთია, ვინც …

თევზი, რომელიც აუქციონზე რეკორდულ თანხად, თითქმის 2 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა Read More »

ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე წინუბნის ტყეში 30 აგვისტოს გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს, უწყების ცნობით ხანძრის შესახებ შეტყობინება 112 ცხელ ხაზზე შევიდა. ცეცხლის ქრობის სამუშაოები დილის 5 საათიდან განახლდა. ამარათის მთაზე, ხანძრის ჩაქრობის პროცესში სოფლის მოსახლეობა მეხანძრე-მაშველებსა და რეინჯერებთან ერთად მონაწილეობდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველადი დათვალიერებით, დამწვარია ტყის ქვედა საფარი …

ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია Read More »

ივლისში საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდა – საქსტატის წინასწარი შეფასება

2020 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდა, ამ წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი კი -5.8%-ია – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური წინასწარ შეფასებას აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა დარგში, სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობის დარგების გარდა. კორონავირუსის პირობებში შექმნილი ანტიკრიზისული ბიუჯეტის პარამეტრებით, საქართველოს …

ივლისში საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდა – საქსტატის წინასწარი შეფასება Read More »

მეცხოველეობის პროდუქტების წარმოება და დინამიკა – 2020 წლის II კვარტლის მონაცემები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის II კვარტალში რძის წარმოებამ 197.4 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით მეტია. 2019 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 5.8 პროცენტით მეტია ხორცის წარმოება, რომელმაც 16.3 ათასი ტონა შეადგინა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 167.5 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1.4 %-ით ჩამორჩება. ნახეთ, როგორია …

მეცხოველეობის პროდუქტების წარმოება და დინამიკა – 2020 წლის II კვარტლის მონაცემები Read More »

მსხვილფეხა რქოსანი  პირუტყვის სულადობა 1 მილიონია – 2020 წლის II კვარტლის მონაცემები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის II კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი  პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 2.6%-ით გაიზარდა და 1 მილიონი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 471.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.4%-ით მეტია. ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა 984.2 ათასია, ღორი – 205.4 ათასი, ფრინველის …

მსხვილფეხა რქოსანი  პირუტყვის სულადობა 1 მილიონია – 2020 წლის II კვარტლის მონაცემები Read More »

19-მა ელევატორმა 133.5 ათასი ტონა პროდუქცია შეინახა – 2020 წლის მეორე კვარტლის მონაცემები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის II კვარტალში საქართველოში 19 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომლებიც რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: ამ პერიოდის განმავლობაში  ელევატორებში შენახული იყო 133.5 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 79.9%-ს ხორბალი წარმოადგენდა. ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 842 კაცი იყო, მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობა კი 74. 2020 წლის II კვარტლის განმავლობაში ელევატორების მიერ გაყიდულია 88.1 მლნ. …

19-მა ელევატორმა 133.5 ათასი ტონა პროდუქცია შეინახა – 2020 წლის მეორე კვარტლის მონაცემები Read More »

სამაცივრე მეურნეობების მუშაობა 2020 წლის მეორე კვარტალში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის II კვარტალში საქართველოში 52 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა. ისინი რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: აღნიშნულ პერიოდში მომსახურება გაეწია 271 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობა, რომელთაგანაც პროდუქცია შეისყიდეს – 265-ია, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალოთვიური რაოდენობა 863 კაცით განისაზღვრა. 2020 წლის II კვარტლის განმავლობაში მაცივრებში შენახული იყო 89.1 ათასი ტონა პროდუქცია, …

სამაცივრე მეურნეობების მუშაობა 2020 წლის მეორე კვარტალში Read More »