Month: July 2020

ბოლნისის აგროცენტრი და ძმების მარანი

„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) წარმოადგენს ევროკავშირის ახალ ინიციატივას, მთავარ მისიას მდგრადი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება წარმოადგენს. მისი მიზანია მერებისა და მუნიციპალიტებების მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე, რათა მათ აქტიურად შეუწყონ ხელი ეკონომიკურ განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რის მიღწევასაც საკუთარი შესაძლებლობების გაფართოვებისა და ტექნიკური უნარების განვითარებით და კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის მეშვეობით შეძლებენ. ბოლნისის მუნიციპალიტეტში, …

ბოლნისის აგროცენტრი და ძმების მარანი Read More »

კონსერვაციული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა – ლუდმილა მანიულოვას სიმინდის წარმოება

ახალი ტექნოლოგიები, კლიმატგონივრული სოფლისმეურნეობა და კონსერვაციული მიწათმოქმედება – ეს ის მიდგომებია, რომლის დანრგვასაც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ევროკავშირის დახმარებით ცდილობს. ევროკავშირი და FAO კახეთის რეგიონის ფერმერებს ნიადაგის დამუშავების გარეშე ხორბლისა და სიმინდის მოყვანაში ეხმარება.

ციმბირის ხვრელი იზრდება

ციმბირის უზარმაზარი ხვრელი ტემპერატურის მატებასთან ერთად იზრდება. ამ ადგილს ადგილობრივები ჯოჯოხეთის კარიბჭეს უწოდებენ. როგორც მეტეოროლოგიური სადგურიდან ჩანს, ეს ადგილი ყოველწლიურად 20-30 მეტრით ფართოვდება. გარდა ტემპერატურისა ამ პროცესზე გავლენა ადამიანების ბუნებაში ჩარევამაც იქონია. გლობალური დათბობა უარყოფითად აისახება ციმბირის ტყეებზეც.  წყარო: BBC.com

ავსტრალიაში ხანძრების შედეგად თითქმის 3 მილიარდი ცხოველი მოკვდა ან გადაადგილდა

ავსტრალიაში 2019-20 წლის ხანძრების შედეგად  თითქმის 3 მილიარდი ცხოველი მოკვდა ან გადაადგილდა – ნათქვამია ბუნების მსოფლიო ფონდის მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომელსაც CNN ავრცელებს. 15 000-ზე მეტი ხანძრით, ავსტრალიაში ყველაზე ცუდი სეზონი იყო, მეცნიერები ვერ იხსენებენ მსგავს მოვლენას, რომელმაც ამდენი ცხოველი დახოცა და დააზიანა. „თანამედროვე ისტორიაში ველური ბუნების ყველაზე საშინელი კატასტროფა ვუწოდოთ“ – აღნიშნა ავსტრალიის ბუნების …

ავსტრალიაში ხანძრების შედეგად თითქმის 3 მილიარდი ცხოველი მოკვდა ან გადაადგილდა Read More »

ლატვიაში 51 მცირე მარნის 600-მდე ბოთლი ღვინო გაიგზავნა

ლატვიაში 51 მცირე მარნის 600-მდე ბოთლი ღვინო გაიგზავნა – ამის შესახებ ინფორმაცია ღვინის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა. რიგაში გაგზავნილი ღვინის ნაწილი 29 და 31 ივლისს დაგეგმილ დეგუსტაციებზე იქნება წარდგენილი, ნაწილი კი ლატვიაში მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაზე იქნება გატანილი. კოვიდ 19-ის პანდემია ქართული ღვინის ინდუსტრიაზეც აისახა, გავლენა იქონია როგორც შიდა გაყიდვებზე, ასევე ექსპორტზეც. 

მიწისქვეშა ორგანული მეურნეობა სეულში

სეულის მეტროს ყოველდღიურად 7 მილიონი მგზავრი ჰყავს, 2019 წლის სექტემბრიდან მას მიწისქვეშა ორგანული სოფლის მეურნეობა შეემატა. ვინც სანგდოს სადგურზე ბილეთის კარიბჭესთან მოხვდება, მას უჩვეულო სანახაობა ელოდება. შუშის პანელიანი ფასადის მიღმა, ფოთლები, ყლორტები და შუქის ქვეშ გაშენებული მიწისქვეშა ორგანული მეურნეობაა. მეტროს ფერმის კონცეფცია მიწისქვეშა ეკოსისტემის ტემპერატურის გაკონტროლებაა. იგი დღეში 30კგ ბოსტნეულს აწარმოებს და 40-ჯერ უფრო ეფექტურია, …

მიწისქვეშა ორგანული მეურნეობა სეულში Read More »

სოციალური დისტანცია ცხოველებში

გგონიათ, რომ სოციალური დისტანცია რთულია? ზოგიერთი ცხოველისთვის ეს ბუნებრივია. ბაღის ჭიანჭველებმა და ლობსტერებმაც კი იციან, რომ თავი უნდა შეიკავონ ახლო კონტაქტისგან, როდესაც მათგან ერთი ავადაა – CNN საინტერესო სტატიას გვიზიარებს. მაშინ, როცა ჩვენ სოციალური დისტანცია შესაძლოა არაბუნებრივად გვეჩვენებოდეს, ბუნების სხვა ნაწილში ეს შესაძლოა ნორმალურიც იყოს. იმის დასადგენად, თუ როგორ იცავენ თავს ცხოველები ინფიცირებული თანასახეობისგან, მკვლევარებმა …

სოციალური დისტანცია ცხოველებში Read More »