Month: March 2020

ახალი რეგულაციით ქვეყანაში ალკოჰოლური სასმელების სარეალიზაციო ობიექტების საქმიანობა იკრძალება

31 მარტიდან, ქვეყნის მასშტაბით, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება, ამასთან, საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელება მხოლოდ „საგამონაკლისო წესით“ დაუშვა. პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის მეშვიდე მუხლის მიხედვით, საქართველოში ალკოჰოლური სასმელების სარეალიზაციო ობიექტების საქმიანობა იკრძალება. “საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმლის, აგრეთვე სპირტიანი სასმლისა და ლუდის სარეალიზაციო …

ახალი რეგულაციით ქვეყანაში ალკოჰოლური სასმელების სარეალიზაციო ობიექტების საქმიანობა იკრძალება Read More »

ნაკადულის 50 000 -მდე კალმახის ლარვები ლიფსიტის სტადიაზე გადავიდა – ველური ბუნების სააგენტო

ველური ბუნების სააგენტო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოს ინფორმაციით, ნაკადულის კალმახის საშენში 50 000 -მდე ლარვა ლიფსიტის სტადიაზე გადავიდა. ლავრები არის დასავლეთ საქართველოს რიონის აუზისა და აღმოსავლეთ საქართველოს მტკვრის აუზის პოპულაციის. ნაკადულის კალმახის ქვირითის თევზად ჩამოყალიბებამდე არსებობს: ქვირითი თვალების სტადიაზე, ლარვა, ლიფსიტი, მოზარდი და მწარმოებელი კალმახი. სააგენტო 2016 წლის სექტემბრიდან ახალ …

ნაკადულის 50 000 -მდე კალმახის ლარვები ლიფსიტის სტადიაზე გადავიდა – ველური ბუნების სააგენტო Read More »

ე.წ. კომენდანტის საათის პერიოდში სასურსათო მაღაზიებიც იკეტება

31 მარტიდან, ქვეყნის მასშტაბით, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება. ამ პერიოდში სასურსათო მაღაზიებიც წყვეტენ მუშაობას. კომენდანტის საათის პერიოდში იმუშავებენ აფთიაქები, სადაც მოსახლეობას უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მედიკამენტების შეძენა შეეძლება. გაგაცნობთ „ფაქტობრივად საყოველთაო“ კარანტინის სხვა შეზღუდვებსაც: იკრძალება სამ პირზე მეტი ადამიანის შეკრება, გარდა აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიებისა, აუცილებელია ორმეტრიანი დისტანციის დაცვა. აკრძალულია …

ე.წ. კომენდანტის საათის პერიოდში სასურსათო მაღაზიებიც იკეტება Read More »

2020 წლის თებერვალში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი შენელდა – გოგიტა თოდრაძე

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.2% შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო რეალური ზრდა 3.7 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ონლაინ ბრიფინგზე ისაუბრა იმ სფეროებზე, სადაც 2020 წლის თებერვლის თვეში ზრდა თუ კლება დაფიქსირდა. 2020 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა …

2020 წლის თებერვალში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი შენელდა – გოგიტა თოდრაძე Read More »

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში რძის პროდუქტების საწარმო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას

ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში მდებარე რძის პროდუქტების საწარმო “წინწყარო+” ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას. როგორც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი წერს, საწარმო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების და სტანდარტების სრული დაცვით მუშაობს. საწარმო უკვე მესამე წელია ფუნქციონირებს და არსებული შესაძლებლობებით დღის განმავლობაში  6 ტონა რძის გადამუშავებას უზრუნველყოფს. იგი იმერულ ყველს, სულგუნს, ყველის სხვა სახეობებსა და …

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში რძის პროდუქტების საწარმო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას Read More »

ჰაერის დაბინძურების დონე მცირდება, რადგან ევროპელები სახლში რჩებიან

ევროპელთა უმეტესობა ამჟამად მძიმე შეზღუდვების პირობებში ცხოვრობს და პანდემიის ჩავლას ელოდება. მეორე მხრივ, ეს ცვლილება ჰაერის დაბინძურების ხარისხზე დადებითად აისახა. ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ახალ სურათებზე რამდენიმე დიდ ქალაქში დაბინძურების მკვეთრი შემცირება ჩანს. ეპიდემიას მსგავსი ეფექტი ჰქონდა შეერთებულ შტატებსა და ჩინეთშიც. ევროპის ზოგიერთ ნაწილში ჰაერში ტოქსიკური დამაბინძურებლების დონე განახევრდა, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მოკლევადიანი …

ჰაერის დაბინძურების დონე მცირდება, რადგან ევროპელები სახლში რჩებიან Read More »

შაქრის, ზეთისა და მაკარონის მარაგის გასაკეთებლად ბიუჯეტიდან 16 მილიონი ლარი გამოიყო

სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოში შაქარის, ზეთისა და მაკარონის მარაგის გასაკეთებლად ბიუჯეტიდან 16 მილიონი ლარს დახარჯავს. აღნიშნული თანხით 5 000 ტონა შაქრის, 500 ტონა მაკარონისა და 1,5 ტონა ლიტრი მზესუმზირის ზეთის შეძენა იგეგმება. ასევე თანხაში პროდუქტის შენახვასთან დაკავშირებული ხარჯებიც შედის. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს. “ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბერკეტს არსებულ სიტუაციაში, ქვეყანაში სტაბილური ფონის შენარჩუნების მიზნით წარმოადგენს …

შაქრის, ზეთისა და მაკარონის მარაგის გასაკეთებლად ბიუჯეტიდან 16 მილიონი ლარი გამოიყო Read More »

რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოები უსაფრთხოების წესების დაცვით მიმდინარეობს – ლაშა შალამბერიძე

„ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის პარალელურად, საქართველოს რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დაცვით აქტიურად მიმდინარეობს. ფერმერები ინტენსიურად ახორციელებენ მიწებისა და მეურნეობების დამუშავების პროცედურებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურების წარმომადგენლების მიერ ხდება როგორც დარგობრივ საკითხებზე, ასევე ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შემუშავებული უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე კონსულტაციების გაცემა. …

რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოები უსაფრთხოების წესების დაცვით მიმდინარეობს – ლაშა შალამბერიძე Read More »

ავსტრალიის დიდი ბარიერული რიფი გაუფერულდა

ავსტრალიის დიდი ბარიერული რიფი გაუფერულდა – ინფორმაციას CNN ავრცელებს, აშშ-ს მეცნიერების მიერ ჩატარებულ დაკვირვებაზე დაყრდნობით. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ეს არის მესამე მასობრივი გაუფერულება რიფებზე. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ რიფების გაუფერულებას პლანეტის სწრაფი დათბობა იწვევს. 2016 და 2017 წლებში აღნიშნულმა პროცესმა დიდი ბარიერული რიფი გაანახევრა, ამიტომ მეცნიერები შიშობენ, რომ შესაძლოა დღევანდელმა მდგომარეობამ რიფებს დამანგრეველი დარტყმა მიაყენოს. …

ავსტრალიის დიდი ბარიერული რიფი გაუფერულდა Read More »