2020 წელს საქართველოს იმპორტი 15.9%-ით შემცირდა

2020 წელს საქართველოს იმპორტი 15.9%-ით შემცირდა და 8 005.6 მილიონი დოლარი შეადგინა – საქსტატმა საგარეო ვაჭრობის ექსპრეს ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წელს 4 663.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1% შეადგინა.

საქსტატის მიხედვით, დეკემბერში იმპორტი 799.0 მილიონი დოლარი იყო, ნოემბერში – 720.0 მილიონი დოლარი, ოქტომბერში კი 728.7 მილიონი დოლარი. 

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 20 იანვარს – შესაბამისად გაირკვევა თუ რა დასახელების საქონლის ექსპორტი და იმპორტი არის შემცირებული.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin