2020 წელს საქართველოს ექსპორტი 12%-ით შემცირდა

2020 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 347.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.8%-ით ნაკლებია – საქსტატმა საგარეო ვაჭრობის ექსპრეს ანგარიში გამოაქვეყნა. მათი ინფორმაციით, 2020 წლის განმავლობაში საქართველოდან საქონლის ექსპორტი 12%-ით შემცირდა და მან 3 342.1 მილიონი ადოლარი შეადგინა. 

საქსტატის მიხედვით, დეკემბერში ექსპორტი 325.7 მილიონი დოლარი იყო. ნოემბერში 301.1 მილიონი დოლარი, ოქტომბერში კი 312.6 მლნ დოლარი. 

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 20 იანვარს – შესაბამისად გაირკვევა თუ რა დასახელების საქონლის ექსპორტი და იმპორტი არის შემცირებული.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin