Day: November 13, 2019

ვიეტნამსა და ტაილანდში პოლიეთილენის პარკების ნაცვლად, ბანანის ფოთლების გამოყენება დაიწყეს

ვიეტნამში, სუპერმარკეტების ნაწილმა, ნარჩენების შემცირების მიზნით, პოლიეთილენის პარკების ნაცვლად, პროდუქტების ბანანის ფოთლებით შეფუთვა დაიწყო. მაგალითი ტაილანდისგან აიღეს. ამის შესახებ Global News-ი წერს. ბოსტნეულის გარდა, ფოთლებით ფუთავენ სხვადასხვა სურსათსა და ხორცსაც.

ჰაერის დაბინძურებასა და ტვინის კიბოს შორის კავშირი პირველად დადგინდა

პირველად მსოფლიოში, ჰაერის დამაბინძურებელ ნაწილაკებსა და ტვინის კიბოს შორის კავშირი კვლევით დადასტურდა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს. უწვრილესი ნაწილაკები (UFPs) საწვავის წვისას წარმოიქმნება. მისი ჰაერში გაფრქვევის უმთავრესი წყარო დიზელზე მომუშავე ავტომობილებია, გამონაბოლქვი კი სიმსივნური უჯრედების ჩამოყალიბების რისკს ზრდის. კვლევა ჟურნალმა Epidemiology-მ გამოაქვეყნა. კვლევის ფარგლებში, 1.9 მილიონი კანადელის 1991-2016 წლების სამედიცინო ჩანაწერები გააანალიზეს. დადგინდა, რომ იმ …

ჰაერის დაბინძურებასა და ტვინის კიბოს შორის კავშირი პირველად დადგინდა Read More »

გერმანული სასამართლოს პრაქტიკა – რა ხდება როცა ძროხის ზანზალაკის ხმა მეზობლებს აწუხებს? 

გერმანიაში, ბავარიის მხარეში წყვილმა უჩივლა მეზობელს, რომელსაც ძროხები ჰყავდა და რძის პროდუქტს აწარმოებდა. 2014 წელს მათ საჩივარში მიუთითეს, რომ ფერმიდან მომავალი სუნი, მწერები და ძროხების ზანზალაკების ხმა აწუხებდათ. წყვილმა მიუნხენიდან 34 კილომეტრის მოშორებით, სოფელ ჰოლცკირჰენში, სახლი 2011 წელს იყიდა და სამი წლის შემდეგ, მეზობლის, რეჯინა კილერის წინააღმდეგ ადგილობრივ სასამართლოს სარჩელით მიმართა. მოსარჩელეთა ადვოკატის განმარტებით, ძროხების …

გერმანული სასამართლოს პრაქტიკა – რა ხდება როცა ძროხის ზანზალაკის ხმა მეზობლებს აწუხებს?  Read More »

თბილისის ხუთივე სადგურის მონაცემებით, ჰაერის ხარისხი ცუდი ან ძალიან ცუდია

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის ინფორმაციით, თბილისში არსებულ ხუთივე (მუდმივ) სადამკვირვებლო ლოკაციაზე ჰაერი დაბინძურებული ან ძალიან დაბინძურებულია. დედაქალაქში ატმოსფერული ჰაერის ავტომატური სადგურები განთანსებულია წერეთლის, ყაზბეგის, დავით აღმაშენებლის გამზირებზე. ასევე, ვაშლიჯვარსა და ვარკეთილში. როგორც პორტალის 13 ნოემბრის მონაცემების ანალიზით ირკვევა,   ჰაერი ყველაზე მეტად დავით აღმაშენებლის გამზირებზეა დაბინძურებული. აქ მტვრის მყარი შეწონილი ნაწილაკების კონცენტრაცია 59.14-ს აღწევს.  

აშშ-ში რძის უმსხვილესმა მწარმოებელმა მცენარეულ რძეს კონკურენცია ვერ გაუწია და კოტრდება

აშშ-ში რძის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი, 94-წლიანი ისტორიის მქონე კომპანია Dean Foods კოტრდება. ამერიკული ბაზრის მთავარი მომმარაგებელი კომპანიის ხელმძღვანელობამ შესაბამის სამსახურს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით უკვე მიმართა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მიზეზი მცენარეული რძის წარმოების მატებაა, რის გამოც ნატურალური რძის მწარმოებლები კონკურენციას ვერ უწევენ სხვა კომპანიებს. „მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, გაგვეხადა ჩვენი ბიზნესი უფრო ეფექტური, ეს ვერ შევძელით“ – აცხადებს კომპანიის …

აშშ-ში რძის უმსხვილესმა მწარმოებელმა მცენარეულ რძეს კონკურენცია ვერ გაუწია და კოტრდება Read More »

პროტესტი საფრანგეთში – უნდა გამოიყენებოდეს თუ არა პესტიციდები საცხოვრებელ სახლებთან ახლოს

ბოლო რამდენიმე თვეა, საფრანგეთში მოსახლეობის ნაწილი ითხოვს, აიკრძალოს პესტიციდების გამოყენება საცხოვრებელ სახლებთან ახლოს. პროტესტი ლანგუეს მერის, დენიელ კიუფის მიერ დადგენილმა აკრძალვამ გაამძაფრა. მერმა დასახლებული ადგილებიდან 150 მეტრის რადიუსში პესტიციდების გამოყენება აკრძალა. ამის შემდეგ, ადგილობრივმა სასამართლომ გამოძიება დაიწყო იმის დასადგენად, იყო თუ არა ის უფლებამოსილი, მსგავსი აკრძალვა დაეწესებინა. სასამართლოსთან, მერის მხარდასაჭერად, ასობით ადამიანი შეიკრიბა. მათი განცხადებით, …

პროტესტი საფრანგეთში – უნდა გამოიყენებოდეს თუ არა პესტიციდები საცხოვრებელ სახლებთან ახლოს Read More »