Day: October 9, 2019

2019 წელს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში რეკორდული ტემპერატურის 400-მდე შემთხვევა აღირიცხა

2019 წლის ზაფხულში, დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში რეკორდული ტემპერატურის 400-მდე შემხვევა აღირიცხა, – ამის შესახებ BBC წერს. 1-ლი მაისიდან 30 აგვისტოს ჩათვლით, 29 ქვეყანაში დაფიქსირდა ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა. ამ რეკორდთა მესამედი გერმანიაზე მოდის, მას მოსდევს საფრანგეთი და ნიდერლანდები. მაგალითისთვის, საფრანგეთში მაქსიმალურმა მაჩვენებელმა 46 გრადუსსაც კი მიაღწია. ევროპის ქვეყნებში 150 წელზე მეტია ჰაერის ტემპერატურის მაჩვენებლებს ყოველდღიურად …

2019 წელს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში რეკორდული ტემპერატურის 400-მდე შემთხვევა აღირიცხა Read More »

ახმეტაში 29 წლის შემდეგ პირველად დაიწყო ტყის ინვენტარიზაცია

ლაგოდეხის შემდეგ,  ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები ახმეტაში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. საველე სამუშაოები 64 000 ჰა ფართობზე ხორციელდება,  რომლის საფუძველზე ათწლიანი მართვის გეგმა მომზადდება.  ახმეტაში ტყის ბოლო ინვენტარიზაციის სამუშაოები 1991 წელს განხორციელდა. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანაში ტყის ინვენტარიზაციისთვის საჭირო კვალიფიციური კადრის სიმცირის გამო, მეტყევე-ტაქსატორების  გადამზადების სპეციალური,  სამ თვიანი  თეორიული და პრაქტიკული კურსი მოამზადეს და …

ახმეტაში 29 წლის შემდეგ პირველად დაიწყო ტყის ინვენტარიზაცია Read More »

რაჭაში რთველი იწყება

რაჭაში რთველი იწყება. წელს რეგიონში 1500 ტონამდე ალექსანდროულისა და მუჯურეთულის მოსავალს ელიან. მევენახეები ყურძნის კრეფას წვიმების გადაღებისთანავე დაიწყებენ. წელს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ღვინის კომპანიები ადგილობრივებისგან ყურძენს 10-მდე ლოკაციაზე მიიღებენ. ღვინის ეროვნული სააგნეტოს ცნობით, რთველის საკოორდინაციო შტაბი ამბროლაურში სრულ მზადყოფნაშია. რთველის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე ქალაქ ამბროლაურში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ხელისუფლებისა და ღვინის კომპანიების წარმომადგენლები და ადგილობრივი მევენახეები …

რაჭაში რთველი იწყება Read More »

სამეგრელოდან 5 ტონა ლოკოკინა იტალიაში გაიტანეს

სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში წარმოებული ლოკოკინის პირველი პარტია ექსპორტზე იტალიაში უკვე გავიდა. კომპანია „ნადი გრუპის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მერაბ ნადარაია აცხადებს, პირველ ჯერზე 5 ტონა ლოკოკინა გაიტანეს ქვეყნიდან, წლის ბოლომდე კი, საექსპორტო მაჩვენებლის 20 ტონამდე გაზრდიან. სამეგრელოში წარმოებული ლოკოკინით იტალიური რესტორნები და სუპერმარკეტები მომარაგდება. ასევე, მისით მედიკამენტებისა და პარფიუმერული მალამოების წარმოებაც იგეგმება. ქართული ლოკოკინა …

სამეგრელოდან 5 ტონა ლოკოკინა იტალიაში გაიტანეს Read More »