Day: October 7, 2019

პირდაპირ აგროგარემოში – 3

თემა – პროექტი “საქართველოს ტყის კოდექსის” შესახებ.  გადაცემის სტუმრები: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – კარლო ამირგულაშვილი; ასოციაცია “მწვანე ალტერნატივას”კონსერვაციის პროგრამის კოორდინატორი – ირაკლი მაჭარაშვილი.

ტაილანდში ერთმანეთის გადარჩენის მცდელობისას 6 სპილო მოკვდა

ტაილანდში,  ხაო იაის ნაკრძალში, ერთმანეთის გადარჩენის მცდელობისას 6 სპილო მოკვდა. სპილოები 3 წლის სპლიყვის გადარჩენას ცდილობდნენ. როგორც ცნობილია, სპლიყვი ჩანჩქერში ჩავარდა, თუმცა, მის დასახმარებლად წყალში შესულმა სპილოებმა ვერც მისი გადარჩენა შეძლეს და დავადაც დაიხოცნენ. შემთხვევიდან რამდენიმე საათში სპლიყვი მდინარის ნაპირზე გამორიყული იპოვეს, იქვე ნახეს 5 მკვდარი სპილოც. მსგავსი შემთხვევა 1992 წელსაც მოხდა. ტაილანდში ამჟამად 7 …

ტაილანდში ერთმანეთის გადარჩენის მცდელობისას 6 სპილო მოკვდა Read More »

ქართული ღვინის დღეები თელავში

ქართული ღვინის დღეების „ღვინობისთვე 2019“ ფარგლებში, თელავმა ღვინის ფესტივალს, „თელავინო 2019-ს“ უმასპინძლა. ღონისძიება ერეკლე მეორის ისტორიული სასახლის ეზოს ტერიტორიაზე გაიმართა. ფესტვალზე დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული 100-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო, ჭაჭა და ბრენდი წარმოადგინეს. ფესტივალი „თელავინო“ კახეთის მეღვინეთა გილდიამ 2014 წელს დაფუძნდა. ქართული ღვინის დღეები მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს წარმოჩენას და, …

ქართული ღვინის დღეები თელავში Read More »

ბატატის ჩითილების გამოსაყვანი სასათბურე მეურნეობა ლაგოდეხში

ლაგოდეხში ბატატის ჩითილების გამოსაყვანი სასათბურე მეურნეობა მოეწყო. ინიციატივა გულისხმობს სათბურში ჩითილების გამოყვანას და შემდგომ მის გაზრდას ღია გრუნტზე ბატატის ტუბერების წარმოებისთვის. როგორც სათბურის მეპატრონე, რეზო ერიაშვილი ამბობს, ბოსტნეული ეკოლოგიურად სუფთა გზით, ხელოვნური პრეპარატების და სასუქების გარეშე მოჰყავთ. ფერმერი წელს 40 ათასიდან 30 ტონამდე მოსავალს ელის და მისით ადგილობრივი ბაზარი მომარაგდება. ბატატი, იგივე ტკბილი კარტოფილი იმპორტირებული …

ბატატის ჩითილების გამოსაყვანი სასათბურე მეურნეობა ლაგოდეხში Read More »

საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის ექსპერტები სტუმრობენ

საქართველოს 4 დაცულ ტერიტორიას ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის ექსპერტები სტუმრობენ და უნიკალურ კოლხურ ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს ადგილზე ეცნობიან. მტირალას, კოლხეთის ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის სტატუსის მოსაპოვებლად თებერვალში წარადგინეს. სწორედ ექსპერტების მომზადებული დასკვნის მიხედვით გადაწყდება, მიიღებენ თუ არა დაცული ტერიტორიები ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს. კოლხური ტყეები და …

საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის ექსპერტები სტუმრობენ Read More »