Day: September 23, 2019

იტალიელები სამგზავრო ბილეთებს პლასტმასის ბოთლების ჩაბარებით მიიღებენ

იტალიაში, რომის რამდენიმე მეტროს სადგურსა და ავტობუსების გაჩერებებთან განთავსდა აპარატები, სადაც პლასტმასის ბოთლის ჩაგდების შემთხვევაში, მოქალაქე შეძლებს, სამგზავრო ბარათზე თანხა დააგროვოს. მობილური აპლიკაციის სკანერით დაფიქსირების შემდეგ, ადამიანი აგდებს აპარატში ბოთლს და სამგზავრო ბარათზე თანხას აგროვებს. 30 ბოთლის ჩაგდების შემთხვევაში მომხმარებელი €1.50 იღებს. იდეა საცდელია და თუ ერთი წლის განმავლობაში ის გაამართლებს, აპარატები ქალაქის სხვა ადგილებშიც …

იტალიელები სამგზავრო ბილეთებს პლასტმასის ბოთლების ჩაბარებით მიიღებენ Read More »

28 სექტემბერს შინაურ და მიკედლებულ ცხოველებს უფასოდ აცრიან

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, 28 სექტემბერს, საქართველოს 10-ზე მეტ ქალაქში შინაურ და მიკედლებულ ცხოველებს უფასოდ აცრიან. აღნიშნული დღის მიზანია ცოფის შემთხვევების მინიმუმამდე შემცირება ცხოველებში და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, რაც დაავადების პრევენციის წინაპირობაა. ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივით 2007 წელს დაარსდა. სურსათის ეროვნული სააგენტო აღნიშნულ ინიციატივას 2013 წელს შეუერთდა და მას …

28 სექტემბერს შინაურ და მიკედლებულ ცხოველებს უფასოდ აცრიან Read More »

ქართული ხორბლის დაცვის მიზნით უწყებათაშორისი ჯგუფი იქმნება

ხორბლის ენდემური სახეობების, უძველესი ქართული ჯიშების, ფორმების და პოპულაციების დაცვის და წარმოებაში დაბრუნების მიზნით, უწყებათაშორისი ჯგუფი იმუშავებს. აღნიშნულ ჯგუფში სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და ფერმერები გაერთიანდებიან. უწყებათაშორის ჯგუფში განიხილება ქართული ხორბლის კულტურის იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის მსოფლიოს გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში შეტანისთვის გარკვეული ვალდებულებების შესრულების საკითხებიც.

სამეგრელოდან ლოკოკინას ხორცს ექსპორტზე გაიტანენ

სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა. როგორც საწარმოს ხელმძღვანელები აცხადებენ, წელიწადში, საშუალოდ, 50 ტონა ლოკოკინას ხორცის წარმოებას აპირებენ და პროდუქციას საექსპორტო ბაზრებზე, ძირითადად იტალიაში გაიტანენ. საწარმოში მუდმივად 10 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმის, „ნადი გრუპი“ ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. …

სამეგრელოდან ლოკოკინას ხორცს ექსპორტზე გაიტანენ Read More »

აგრო სიახლეები – 2 (მეშვიდე სეზონი)

მთავარი თემები: ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ქალაქის მშენებლობას წითელ ნუსხაში დაცული ათობით ხე შეეწირა; თაფლის წარმოება საქართველოში; ქართველი ახალგაზრდების წარმატება საერთაშორისო ჰაკათონზე; სატაცურის მწარმოებელი სომეხი ფერმერი, რომელსაც პროდუქცია ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებში გააქვს.

სასწორი ყურძნის ჩამბარებლის სასარგებლოდ

სოფელ ველისციხეში, კახური ტრადიციული მეღვინეობის ქარხანაში, კომპანიამ სასწორში დამონტაჯებული მოწყობილობა აღმოაჩინა, რომელიც ყურძნის წონას ხელოვნურად ზრდიდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კომპანიის დამფუძნებელს ზვიად ჩხაიძეს დავუკავშირდით. მისი თქმით, კომპანიის უსაფრთხოების სამსახურმა, ველისციხის ქარხნის ელექტრო სასწორის მუშაობასთან დაკავშირებით,  2 დღის წინ გარკვეული ხარვეზები აღმოაჩინა. „ხარვეზის შესახებ სათავო ოფისში, ცენტრალიზებული სისტემის დახმარებით ვიღებდით ინფორმაციას, შევქმენით სპეციალისტების ჯგუფი და ერთ-ერთ …

სასწორი ყურძნის ჩამბარებლის სასარგებლოდ Read More »

მცენარეთა ქიმიური დაცვის 36 დასახელების საშუალებამ, ბრიუსელსა და ფლორენციაში ფრინველების სიკვდილი გამოიწვია

ბრიუსელსა და ფლორენციაში, ფრინველების ბუდეში, ახალდაბადებული ბარტყების სიკვდილიანობის ზრდამ, ადამიანთა შეშფოთება გამოიწვია. მოსახლეობამ დასახმარებლად, ფრინველთა დაცვის ორგანიზაცია „Vogelbescherming Vlaanderen“-სა და ეკოლოგიურ მებაღეთა ასოციაცია „Velt”-ს მიმართა და ბარტყების სიკვდილიანობის ერთობლივი გამოძიება დაიწყო. კვლევის მიზნით, 1000-ზე მეტმა ადამიანმა  ახალდაბადებული ბარტყების და ფრინველების ბუდეები ლაბორატორიაში გაგზავნა. ჩატარებული ანალიზის შედეგები, ყველასთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. მკვლევარ გერტ გომერსის თქმით,  95 ბუდეში …

მცენარეთა ქიმიური დაცვის 36 დასახელების საშუალებამ, ბრიუსელსა და ფლორენციაში ფრინველების სიკვდილი გამოიწვია Read More »