მოსწავლეებმა და სტუდენტებმა თბილისის მერიასთან კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ აქცია გამართეს
20 სექტემბერს, გაეროს კლიმატის სამიტამდე სამი დღით ადრე, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გარემოსდაცვითი და კლიმატური სამართლიანობისთვის გლობალური გაფიცვა გაიმართა, რომელსაც ქართველი მოსწავლეები და სტუდენტებიც შეუერთდნენ. მათ უარი თქვეს სკოლებსა და უნივერსიტეტებში წასვლაზე და თბილისის მერიასთან აქცია გამართეს. აქტივისტებმა რეკრეაციული ზონებისა და საჯარო სივრცეების განადგურებისა და გასხვისების შეწყვეტა მოითხოვეს. მათივე მოთხოვნით, სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს დიღმის ტყე-პარკის სრული …