Day: September 13, 2019

ახალი პროექტი ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის

ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის, გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში მცხოვრებ 50 ქალს, კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაამზადებს. მათგან 25 ბენეფიციარი კი, ბიზნესის გასაფართოვებლად, გრანტსაც მიიღებს. კონკურსში ჩართვისთვის ბენეფიციარი შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: ბიზნესის დამფუძნებელი (გადაწყვეტილებების მიმღები) უნდა იყოს ქალი; ბიზნესი უნდა იყოს მოქმედი და რეგისტრირებული საგადასახადო რეესტრში. პროექტის სამიზნე რეგიონებია:  შიდა ქართლი, იმერეთი, გურია, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი და აჭარა.პრიორიტეტი მიენიჭება …

ახალი პროექტი ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის Read More »

საქართველოში პირველად ყურძნის საკრეფი კომბაინი შემოიტანეს

საქართველოში პირველად, მოსავალს ყურძნის საკრეფი კომბაინით იღებენ. „ჭკვიანი ტექნიკა“ კახეთში, სოფელ კონდოლში, “თელავის ღვინის მარნის” კუთვნილ ვენახებში საქმეს უკვე შეუდგა. კომბაინი მხოლოდ მარცვალს იღებს და მოსავლის აღება დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეუძლია. ყურძნის საკრეფი კომბაინი საფრანგეთშია წარმოებული.

“ბიოდიზელი ჯორჯიას” გენერალური დირექტორი ენერგონედლეულის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესების ინიციატივით გამოდის

„ბიოდიზელი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი, მურმან პატარაია ენერგო ნედლეულის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესების ინიციატივით გამოდის. როგორც პატარაია აცხადებს, ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ნედლეული, როგორიც გამოყენებული მცენარეული ზეთია, ექსპორტზე არ უნდა გადიოდეს და ის ადგილობრივი წარმოებისთვის, ბიოდიზელის მისაღებად უნდა გამოიყენებოდეს. „ბიოდიზელ ჯორჯია“ ამიერკავკასიაში ერთადერთი საწარმოა, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა საწვავს, ბიოდიზელს აწარმოებს. მურმან პატარაია სოციალური ქსელით პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებას …

“ბიოდიზელი ჯორჯიას” გენერალური დირექტორი ენერგონედლეულის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესების ინიციატივით გამოდის Read More »

იტალიის ერთ-ერთ ფერმაში 4 ადამიანი ნაკელის ავზში დაიხრჩო – BBC

ჩრდილოეთ იტალიაში, პავიის პროვინციაში მდებარე ფერმაში 4 ადამიანი ნაკელის ავზში დაიხრჩო. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ფერმის ერთ-ერთი თანამშრომელი ავზის დაცლის დროს ნაკელის მასაში აღმოჩნდა, სამმა თანამშრომელმა კი მისი გადარჩენა სცადა, თუმცა ოთხივე დაიღუპა. დაღუპულები არიან 48, 45, 29 და 28 წლის მამაკაცები. ოთხივე ინდოეთის მოქალაქეა. ფერმა, რომელშიც ისინი მუშაობდნენ, რძეს აწარმოებს. პირუტყვის ნაკელს …

იტალიის ერთ-ერთ ფერმაში 4 ადამიანი ნაკელის ავზში დაიხრჩო – BBC Read More »