Day: July 31, 2019

შიდა ქართლში ხილისა და ბოსტნეულის სადემონსტრაციო ნაკვეთები მოეწყო

ადგილობრივი ფერმერებისათვის სასოფლო-სამეურნეო მომსახურების მიწოდების პოპულარიზაციის მიზნით, შიდა ქართლში ხილისა და ბოსტნეულის სადემონსტრაციო ნაკვეთები მოეწყო. შიდა ქართლი USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამა „ზრდას“ სამიზნე რეგიონია. ერთობილი ინიციატივით, შიდა ქართლის რეგიონში, პროგრამის პარტნიორმა ორგანიზაცია AgroCom-მა ფერმერთა შერჩევის პროცესი აწარმოა, რამდენიმე ფერმერი შეარჩია და უზრუნველჰყო სარწყავი სისტემითა და სხვა საჭირო აღჭურვილობით, ასევე გაუწია პროფესიონალური კონსულტაცია. შედეგად, ქარელის, გორისა და …

შიდა ქართლში ხილისა და ბოსტნეულის სადემონსტრაციო ნაკვეთები მოეწყო Read More »

სოფლის განვითარების წარმატებული პროექტების გახსნისა და აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების წარმატებული პროექტების გახსნისა და აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიება გაიმართა. ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის გახსნით ღონისძიებაზე სტუმრებმა დაგეგმილი ტურის ფარგლებში სივრცე დაათვალიერეს. ამის შემდეგ ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KFW) და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთად (GFA), ალგეთის ეროვნულ პარკში მოწყობილი …

სოფლის განვითარების წარმატებული პროექტების გახსნისა და აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში Read More »

“ქართული ღვინის ბუმი” – ინტერნეტ გამოცემა SevenFifty ქართულ ღვინოზე სტატიას აქვეყნებს

„ქართული ღვინის ბუმი“ – სტატიას ამ სათაურით ონლაინ-გამოცემა SevenFifty აქვეყნებს. სტატიის ავტორი, ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკია, რომელთანაც ღვინის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან თანამშრომლობს. „ქართველი მეღვინეები 53 ქვეყანაში ახორციელებენ ექსპორტს, მათ შორის: საფრანგეთი, ჰოლანდია, ისრაელი და კანადა წელს გაორმაგებული საექსპორტო მაჩვენებლით გამოირჩევა; ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც საქართველოს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, 88%-ით გაზრდილია ექსპორტის წილი. …

“ქართული ღვინის ბუმი” – ინტერნეტ გამოცემა SevenFifty ქართულ ღვინოზე სტატიას აქვეყნებს Read More »

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 24 აგვისტოს გაიხსნება

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2019 წლის აგვისტოს მეოთხე შაბათს გაიხსნება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,  ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.