Day: July 11, 2019

საქართველოში წვიმა ელჭექით, მეწყრული პროცესების გააქტიურება და წყალმოვარდნებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12-13 ივლისს საქართველოში მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს. ამასთან, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ პერევში, სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

საჩხერეში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ პერევში, სატყეო – სამეურნეო გზების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ტყეკაფებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ჩატარებასა და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს შეუწყობს ხელს. აგრეთვე, მოსახლეობას გაუადვილდება სააგენტოს მიერ გამოყოფილი ტყეკაფებიდან საშეშე მერქნის გამოტანა. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდება ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობა და ხანძრებთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტურობა.

კახეთში დღე-ღამის განმავლობაში 800-1000 ტონა ატამი და ვაშლატამა იკრიფება – სამინისტრო

კახეთის რეგიონში, ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია და დღე-ღამის განმავლობაში 800-1000 ტონა ხილი იკრიფება. დღეის მონაცემებით, საქართველოდან 4000 ტონამდე ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.  მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფი მუშაობს ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების დაკავშირების მიმართულებებით. ექსპორტის …

კახეთში დღე-ღამის განმავლობაში 800-1000 ტონა ატამი და ვაშლატამა იკრიფება – სამინისტრო Read More »

მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში მოქალაქეებმა 37 600 000 ლარზე მეტი დაზოგეს

მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, უფასო სერვისების მიღების გზით, საქართველოს მოქალაქეებმა 37 600 000 ლარზე მეტი დაზოგეს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რეფორმის ფარგლებში, მოქალაქეებისთვის საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას შესაბამისი განაცხადის და აზომვითი ნახაზის წარმოდგენის შემდეგ, სააგენტო თავად ახორციელებს. მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2016 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. ამ დროისთვის უკვე დარეგისტრირებულია 684 ათასზე მეტი განაცხადი. …

მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში მოქალაქეებმა 37 600 000 ლარზე მეტი დაზოგეს Read More »